დასკვნითი ვარჯიში მალაგამდე
ჟოზე მოურინიოს შეგირდები, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ "ვალდებებასზე" და მორიგი სავარჯიშო სესია გამართეს. მომზადებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს სამი ხედირამ, ეზეკილ გარაიმ და გონსალო იგუაინმა, რომლებსაც ტრავმები აქვთ...
ფეხბურთელები ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც "მალაგასთან" გაიმართება, ამ შეხვედრას დამატებითი დატვირთვაც აქვს. მალაგელებს სათავეში სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას.
შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 01:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 2 მარტი 2011
- 1 683
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.