"რუბინი" მზადაა კაკას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს
"სამეფო კლუბი" ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არაა...
ესპანურმა "მარკამ" გაავრცელა ხმები კაკას რუსეთში შესაძლო გადაბარგებაზე. "რუბინი" აპირებს ოფიციალურად მიმართოს "რეალს" ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე, კლუბი მზადაა ბრაზილიელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამასთან "სამეფო კლუბი" ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არაა, რომელიც ვერ უძლებს კონკურენციას ძირითად შემადგენლობაში. ცოტა ხნის წინ კაკას მიმართ ინტერესი ევროპულმა გრანდებმაც გამოიჩინეს, რამოდენიმე დღის წინ მათ რიცხვს ბრაზილიური "კორინთიასიც" შეუერთდა.
- 1 მარტი 2011
- 3 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.