რონალდოს გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა სურს
მე მინდა მოვაწყო ნამდვილი დღესასწაული...
ბრაზილიელ რონალდოს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ კარიერა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა სურს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაელაპარაკება ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და განიხილავს ამ საკითხს.
"მე მინდა მოვაწყო ნამდვილი დღესასწაული, დაველაპარაკები ტეიშეირუს, განვიხილავთ ჩემი გამოსამშვიდობებელი თამაშის შესაძლებლობას ბრაზილიის ნაკრების მაისურით. მინდა, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ ფეხბურთელმა რომელთან ერთადაც გამოვდიოდი მოედანზე ჩემი კარიერის მანძილზე".-რონალდოს სიტყვებს ციტირებას უწევს "O Globo".
- 1 მარტი 2011
- 2 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.