კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"

კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა - რიკარდო კაკამ ინტერვიუ ჩაწერა გამომცემლობა - "Hola"-თან.

როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. ტრავმა მოირჩინეთ, მეუღლე ორსულადაა, თქვენ ძალზედ წარმატებული ადამიანი ხართ..

მე ღმერთის მადლობელი ვარ. ცხოვრებაში რამდენიმე რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ შევძელი მათი გადალახვა და ეხლა ყველაფერი კარგადაა.


როგორ გადაიტანეთ ეს თვეები ფეხურთის გარეშე?


ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, როცა 5 თვის განმავლობაში ფეხბურთი არ მითამაშია.


გქონდათ იმის შიში, რომ ვერასოდეს დაბრუნდებოდით?

მე არ მეშინოდა კარიერის დასრულების. ვფიქრობდი, როგორ და რა პირობებში მომიწევდა დაბრუნება.


ახლა კარგად გრძნობთ თავს?


დღესდღეობით გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე რამოდენიმე თვის წინ. მე დღითიდღე ვაუმჯობესებ ჩემს ფიზიკურ ფორმას. ვფიქრობ, ძალიან მალე, ჩემი თამაშის დონეს გავაუმჯობესებ.

კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"


როგორ ხედავთ თქვენს მომავალს მადრიდში?


მადრიდის დატოვება, ადრე თუ გვიან აუცილებლად მომიწევს, მაგრამ მანამ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.


სამწუხაროდ, რონალდომ კარიერა დაასრულა. თქვენ როდის აპირებთ ფეხბურთიდან წასვლას?

ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს, რომ მისი წასვლის დროა. ჩემთვის ჯერ კარიერის დასრულებაზე ფიქრი, ნაადრევია.


როგორ ცხოვრობთ ესპანეთში?


ესპანეთი შესანიშნავი ქვეყანაა, მადრიდი კი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ქალაქია. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, რაც უცხოელ ფეხბურთელებს უადვილებს ადპტაციის გავლას.

კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"


რას აკეთებთ, როცა ფეხბურთს არ თამაშობთ?

ვცდილობ, თავისუფალი დრო, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო. აგრეთვე, მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.


კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?


მე ძალიან ბედნიერი ვარ. გასაოცარია ის, რასაც მივაღწიე და ამიტომ ვცდილობ, დავტკბე ასეთი ცხოვრებით. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი იმაზე მეტს აკეთებს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ვხდები, რომ ეს ნამდვილად ასეა. მე მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის.


ცნობილია, რომ თქვენ ძალიან მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით..

მე გავიზარდე ძალზედ მორწმუნე ოჯახში, სადაც ბიბლია და სარწმუნოება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის ვცდილობ, მადლობა გადავუხადო ღმერთს იმისთვის, რაც გამაჩნია.


თქვენს თანაგუნდელებთან საუბრობთ ღმერთზე?

როცა ამის დრო მაქვს ვცდილობ, ქრისტეზე ვისაუბრო და მისი სიყვარული გადავცე ხალხს.

კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"


ვისთან მეგობრობთ გუნდში?

გუნდის ყველა წევრთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რონალდო, კარვალიო, პეპე და მარსელო არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც, ყველაზე მეტ დროს ვატარებ.


თქვენ არასოდეს გყოლიათ მეგობარი გოგონა..


მე არასოდეს მქონია მაგ მხრივ პრობლემა. უბრალოდ, ასეთი ადამიანი ვარ.


სოსიედადთან გატანილი გოლი თქვენს ცოლს მიუძღვენით?


დიახ. მე მისი მადლობელი ვარ. კეროლი ყოველთვის მხარს მიჭერს, ის შესანიშნავი მეუღლეა.


როგორ ფიქრობთ, რა არის სიყვარული?


როდესაც ადამიანები ერთად არიან. ლხინშიც და ჭირშიც. ის არასოდეს მარცხდება და აგრეთვე, არასდროს მთავრდება.

კაკა: "მე ბედნიერი ადამიანი ვარ"


როგორი ქალია კეროლი?

ის შესანიშნავი დედა, მეუღლე და მეგობარია.


როგორ ფიქრობთ, კარგი მამა ხართ?

ვციდლობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ლუკასსთან. არაფერს დავიშურებ, რათა კარგი ცხოვრება ჰქონდეს.


თუ ლუკასმა გადაწყვიტა, თქვენს გზას დაადგეს. რა რჩევას მისცემდით?

მოთმინებას, ვარჯიშს, რწმენას და აგრეთვე, ვუსუვებ, რომ არასოდეს დაკმაყოფილდეს მიღწეულით.


რა არის თქვენთვის ბედნიერება?

როცა ეს სიტყვა გავიგე, ყველაფერი გავაკეთე, რათა ბედნიერი გავმხდარიყავი და ვფიქრობ, რომ ეს გამომივიდა.

  • dato818
  • 28 თებერვალი 2011
  • 3 836
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)