რამოსი კლუბში 2017 წლამდე დარჩება
მცველმა და კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებენ. რამოსი დაახლოებით 4,5 მლნ. ევროს მიიღებს წელიწადში. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ შემდეგი, ვინც კონტრაქტს გაახანგრძლივებს, პეპე იქნება.
სერხიო რამოსმა და "მადრიდის რეალმა" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" მცველი კლუბში 2017 წლამდე დარჩება. ახალი კონტრაქტის მიხედვით, რამოსი წელიწადში 4,5 მლნ. ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ მალე პეპეც გაახანგრძლივებს კონტრაქტს.
ჟოზე მოურინიოც იზიარებს კლუბის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. "კორნელიაზე" ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე დასმაში, ბევრმა მწვრთნელის პრინციპულობა ამოიკითხა, მათი აზრით, მოუმ ფეხბურთელი დასაჯა მის თამაშში არსებული ხარვეზების გამო. კლუბში არანაირი დაძაბული ატმოსფერო არ სუფევს. ეს ნათელი იყო "ლევანტეს" და ასევე "ლიონის" წინააღმდეგ შეხვედრებში, სადაც რამოსმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში.
სერხიო რამოსი "მადრიდის რეალში" 2005 წლის ზაფხულში 27 მლნ. ევროდ გადავიდა. მისმა კარგმა თამაშმა უკვალოდ არ ჩაიარა. ის მოექცა ევროპული გრანდების თვალთახედვის არეში. ისინი მზად არიან მასში იმაზე საგრძნობლად მეტი გადაიხადონ, ვიდრე თავის დროზე თავად "ბლანკოსებმა".
ბოლო კლუბები, რომლებმაც გამოხატეს დაინტერესება რამოსით, იყვნენ "ჩელსი" და "მილანი". განსაკუთრებით მომხიბვლელი იყო იტალიელების შემოთავაზება, რომლებიც თანხას + პატოს ჩამოდიოდნენ. მიუხედავად ამისა, ორივემ ერთი და იგივე პასუხი მიიღეს: "სერხიო უკვე "მადრიდის რეალის" გერბივითაა."

წყარო: El Mundo.es
- 28 თებერვალი 2011
- 2 245
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.