გუშინ მარსელომ თეთრი მაისური 150–ედ მოირგო
გუშინ "რიასორზე" მარსელომ მადრიდის "რეალის" მაისურით 150–ე შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი 2007 წლის 7 იანვარს შედგა.
ბრაზილიელი სამეფო კლუბში 2006/07 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. მაშინ ის 18 წლის იყო. მან თავისი 50–ე მატჩი თეთრი მაისურით 2008/09 წლების სეზონში გამართა "ხერეზის" წინააღმდეგ. ის მატჩი "ბლანკოსმა" 0–3 მოიგო.
მარსელომ 5 სეზონში 9 ბურთი გაიტანა. მან სადებიუტო გოლი 2008 წლის 15 თებერვალს შეაგდო, ხოლო ბოლო გოლი "ესპანიოლს" გაუტანა. ამჟამად ჩატარებული მატჩების მიხედვით ბრაზილიელ მცველს "რეალში" მხოლოდ კასილასი, რამოსი და გონსალო იგუაინი უსწრებენ.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 27 თებერვალი 2011
- 1 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.