"რიასორზე" გამარჯვება საუკეთესო საჩუქარი იქნება"
ემანუელ ადებაიორი თავის დაბადების დღეს მადრიდში პირველად აღნიშნავს. ტოგოელი 27 წლის გახდა. დღეს ასევე იუბილარია პეპე.
პეპე
"საუკეთესო საჩუქარი "დეპორტივოს" დამარცხება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოჯახებთან ერთად არ ვართ, ჩვენს გვერდით თანაგუნდელები არიან და ყველა ერთად ერთ დიდ ოჯახს ვქმნით. ადებაიორს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედია აქ წარმატებებს მიაღწევს. მისი მუშაობით ყველანი კმაყოფილები ვართ. იმედი გვაქვს ის აქ დარჩება."
ადებაიორი
"მე ჩემს დაბადების დღეზე "რიასორზე" გამარჯვება და ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის მოგება მსურს. ეს დიდებული დღე იქნება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და უნდა გავიმარჯვოთ."
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 26 თებერვალი 2011
- 2 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.