"დეპორტივო" – მადრიდის "რეალი" [preview]
დღეს 01:00 საათზე (თბილისის დროით) ლა კორუნიაში ესპანეთის ჩემიპონატის 25 ტურის შეხვედრა გამიართება, სადაც ადგილობრივი კლუბი მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, ლა კორუნიის "დეპორტივო" წლევანდელ სეზონში არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. 24 ტურის შემდეგ "დეპორტივო" ლა ლიგაში მე–13 ადგილზე იმყოფება. ლურჯ–თეთრებმა საკუთარ მოედანზე 11 მატჩში ჩაატარა და აქედან მხოლოდ 2 ჯერ დამარცხდა. ერთ–ერთი მარცხი კატალონიურ "ბარსელონასთან" 0–4 განიცადა. ბოლო შეხვედრა საშინაო არენაზე დეპორტივომ ვილიარეალს მინიმალური ანგარიშით 1–0 მოუგო. მოგეხსენებათ, "ვილიარეალი" ლა ლიგაში ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის.
"დეპორტივოს" მეკარემ დენი არანზუბიამ გასულ კვირას ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა : " მე მაქვს იმედი, რომ შაბათს გასამართ შეხვედრას მოვიგებთ. ჩვენ არ გვმართებს შეცდომების დაშვება ".
ესპანეთის ლა–ლიგის პირველ წრეში "ბლანკოსმა" სანტიაგო ბერნაბეუზე "დეპორტივო" 6–1 გაანადგურა.
რაც შეეხება მადრიდის "რეალს", სამეფო კლუბმა ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" ჩაატარა და ანგარიშით 1–1 დაასრულა. მოგეხსენებათ, "ბლაკოსიდან" გოლი კარიმ ბენზემა გაიტანა. ჟერლიანდზე დასრულებული მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინტერვიუ გააკეთა : "ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, გავიტანეთ გასვლით შეხვედრაში გოლი. გოლი, რომელიც "ბლანკოსს" ჯერლიანზე არასოდეს გაუტანია. სანტიაგო ბერნაბეუზე კარგი საფეხბურთო საღამო გველის . " –განაცხადა ჟოზემ.
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დღევანდელ შეხვედრაში კაირიმის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას აპირებს. ეს ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მადრიდული კლუბის კიდევ ერთი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან არასტაბილურად გამოიყურება.
დღევანდელ შეხვედრაში "დეპორტივოს" ვერ დაეხმარება ტრამვის გამო ადნრეს გვარდადო და ხისკო. ეჭვის ქვეშაა მანუელ პაბლოს მოედანზე გამოსვლაც.
"ბლანკოსს" მხრიდან ტრამვის გამო ვერ ითამაშებს გერმანელი სამი ხედირა, რომელმაც ტრამვა "ლიონთან" შეხვედრაში მიიღო. გოსნალო იგუანი და დუდეკი ასევე ტრამვირებულია.
- 26 თებერვალი 2011
- 2 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.