კარვალიო: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ , სამეფო კლუბის ოფიციალურ სპონსორთან ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ...
"გახარებული ვარ, რომ ამ სეზონში რამდენჯერმე მოვახერხე გოლის გატანა, 2006/07 წლებში 4-ჯერ შევძელი მოწინააღმდეგე გუნდების კარების აღება, რაც ჩემთვის დიდი შედეგი იყო, იმედი მაქვს წლევანდელ სეზონში საკუთარ რეკორდს გავაუმჯობესებ და გუნდს გოლებით დავეხმარები."
"ბარსელონასთან სხვაობა 5 ქულაა, რომელიც ნამდვილად აღმოფხვრადია და დარწმუნებული ვარ შევძლებთ წარმატების მიღწევას, მადრიდის "რეალი" სულ ახალი გუნდია, რომელშიც ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ შეთამაშებისთვის ცოტა დრო გვგქონდა, მაინც კარგ შედეგს ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ჩემპიონობას."
"კლასიკო, რომელიც ბერნაბეუზე გაიამართება უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ჩვენ გვჭირდება 3 ქულა. თუკი კატალონიელებს დავამარცხებთ, მაშინ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება, მაგრამ არავინ იცის აპრილამდე რა მოხდება,მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ და ყველა მეტოქე დავამარცხოთ."
"მცველი ვარ და ვიცი, რომ დეპორტივოს ფეხბურთელებს კარგად შეუძლიათ შეტევების ორგანიზება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი 3 ქულის მოპოვება იქნება და "რიასორზე" მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ, მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ."
"ლაკორუნიელებს ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და ვეცადოთ, რომ ბურთი დავიჭიროთ, ამ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალი იქნება."
"ჟოზე მოურინიომ სადაც კი იმუშავა ყველგან მოიგო ტიტულების კოლექცია და დარწმუნებული ვარ ლა ლიგის ტიტულის დაუფლებასაც შეძლებს, პორტუგალიელი სპეციალისტი ნამდვილი პროფესიონალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს."
- 25 თებერვალი 2011
- 1 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.