მაურინიო, რამოსი და კარანკა: ერთი კონფლიქტის ისტორია
აღსანიშნავია, რომ ჭორებს მაურინიოსა და რამოსს შორის კონფლიქტზე, მხოლოდ კატალონიური პრესა ავრცელებს...
ის ფაქტი, რომ მაურინიოსა და რამოსის ურთიერთობა იდიალურიდან შორსაა, სიახლე ნამდვილად არ არის. მათ შორის ესეთი დამოკიდებულება სერხიოს სათადარიგო სკამზე რამოდენიმეჯერ დატოვებამ გამოიწვია, ეს მისმა უდისციპლინობამ და ტაქტიკურად სუსტმა მომზადებამ განაპირობა.
ესპანიოლის წინააღმდეგ რამოსმა მატჩი სათადარიგო სკამზე დაიწყო, რის შემდეგაც მან უკმაყოფილება გამოთქვა მაურინიოს და კარანკას მიმართ.
როგორც პრესამ დაადგინა, სწორედ კარანკამ შეატყობინა რამოსს, რომ იგი ესპანიოლთან სათადარიგოზე იქნებოდა. ფეხბურთელის პასუხი საკმაოდ უხეში გამოდგა, მის თვალში დამხმარე მწვრთნელის ავტორიტეტი გუნდის გასახდელში ნულის ტოლია და მისი მეშვეობით მაურინიოს შემდეგი სიტყვები გადასცა: გადაეცი მაურინიოს, რომ წავიდეს მაგის..."
ამბობენ, რომ მათ შორის უთანხმოება "ატლეტიკთან" მატჩის შემდეგ დაიწყო, ამ შეხვედრაში რამოსმა დაარღვია სათამაშო დისციპლინა, კრიშტიანო რონალდოს ბურთი ხელიდან გამოართვა და თავად დაართყა პენალტი. ხოლო შემდეგ მატჩში "კამპ ნოუზე" მან "ცეცხლზე ნავთი" დაასხა და თავის ამაზრზენ თამაშს მატჩის მიწურულს წითელი ბარათიც დაუმატა.
ორი ტურის შემდეგ "სარაგოსასთან" მატჩის წინ მაურინიომ საჯაროდ განაცხადა, რომ მატჩს ძირითადში არვალო არბელოა დაიწყებდა, ამის შემდეგ რამოსი საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო სათადარიგო სკამის. ბოლოს რამოსი შემადგენლობაში ვერ მოხვდა "ოსასუნას" წინააღმდეგ მატჩში, ხოლო "სოსიედადთან" შეხვედრა დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. რაც შეეხება "ესპანიოლთან" მის არ ყოფნას, ეს სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.
აღსანიშნავია, რომ ჭორებს მაურინიოსა და რამოსს შორის კონფლიქტზე, მხოლოდ კატალონიური პრესა ავრცელებს.
ინფორმაციის წყარო:www.sport.es
- 25 თებერვალი 2011
- 3 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.