დედა, მამა არ მოხვიდეთ თამაშზე, ძირითადში არ დავიწყებ
კარიმის დედამ გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო, ხოლო მამამ მაინც არ თქვა უარი "ჯერლანზე" მისვლაზე, როგორც მერე გაირკვა არც შემცდარა...
კარიმ ბენზემა არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებსაც პუბლიკაზე თამაში და სახალხოდ გრძნობების გამოხატვა უყვართ. გულის სიღრმეში იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, რაშიც დარწმუნება "სტად ჟერლანზე" "ლიონთან" 1/8 ფინალური მატჩის წინაც შეიძლებოდა.
როდესაც ბენზემამ გაიგო, რომ ის არ დაიწყებდა ძირითადში, მის გარშემო ქვეყანა უნდა დანგრეულიყო, რათქმა უნდა ადებაიორთან კონკურენციის პირობებში შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კარიმი დარწმუნებული იყო, რომ მაურინიო ესეთ მნიშვნელოვან მატჩში სწორედ მას გამოუცხადებდა ნდობას.
უკანასკნელ მატჩში ფრანგმა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა და იმედოვნებდა, რომ მწვრთნელი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ძირითადში დააყენებდა. ბენზემამ ლიონში ჩასვლის თანავე 50 ბილეთი შეიძინა, რათა დაეპატიჯებინა ოჯახის წევრები და მეგობრები. ამიტომ თამაშის პირველივე წუთებიდან დაწყება მისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა. როგორც კი გაიგო მაურინიოს გადაწყვეტილება, ხელში ტელეფონი აიღო და მშობლებს აფიფა და მალიქა ბენზემებს დაურეკა: დედა, მამა არ მოხვიდეთ თამაშზე, ძირითადში არ დავიწყებ. დაახლოვებით ამდაგვარი უთხრა კასილასმა მშობლებს 2002 წლის ფინალის წინ გლაზგოში.
კარიმის დედამ გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო, ხოლო მამამ მაინც არ თქვა უარი "ჯერლანზე" მისვლაზე, როგორც მერე გაირკვა არც შემცდარა. ამ საღამოს მისი შვილი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა ლიონის კარში გოლის გატანა საფრანგეთში.
"მე იმ განწყობით ვემზადებოდი მატჩისთვის, რომ მეგონა ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი"- გაუმხილა ახლობლებს ბენზემამ მადრიდში დაბრუნების შემდეგ. გატანილი გოლი კარიმმა არ აღნიშნა და პატივი სცა თავისი ყოფილი გუნდის გულშემატკივრებს, ალბათ ამ დროს მისი გული სიხარულისაგან გასკდომას იყო.
- 24 თებერვალი 2011
- 3 517
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.