”ჟოზემ სტაბილურობა მოგვცა”
როგორც მოგეხსენებათ, Realmadrid Tv-ის მორიგი სტუმარი გახლდათ სერხიო რამოსი, რომელმაც პირადი საკითხები განიხილა და ასევე გუნდსაც შეეხო...
”ფეხბურთის თამაში კამასში დავიწყე. ჩემ მეგობრებთან ერთად ბურთს სიამოვნებით ვაგორებდი. კარებად ხეებს ვიყენებდით. სწორედ ასე იწყება დიდ ფეხბურთის თამაშზე ოცნება”.
”მოურინიომ გუნდს სტაბილურობა მისცა, რომლითაც ადრე ნაკლებად ვტრაბახობდით. ჟოზემ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო ჩამოაყალიბა. ამ ადამიანის ხელში, ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროფესიონალის გუნდში ვირიცხები”.
”ლიონთან ნორმალურად ვითამაშეთ და კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. წაგების უფლება არ გვქონდა. უკვე სირცხვილი იქნებოდა, ”ჯერლანდზე” კიდევ, რომ წაგვეგო, მაგრამ ლიონს თამაშით ვაჯობეთ და ვფიქრობ, რომ მათ გაუმართლათ. საბოლოოდ ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა. შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ”.
წყარო:realmadrid.com
- 24 თებერვალი 2011
- 2 231
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.