”ხეტაფე” ”რეალის” ფეხბურთელებით დაინტერესდა
პედრო ლეონი, კანალესი, მორატა და სარაბია - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ”ხეტაფეს” ინტერესთა სფეროში არიან მოქცეულნი...
”ხეტაფე” განაგრძობს ფეხბურთელთა ყიდვას მადრიდის ”რეალიდან”. კლუბის პრეზიდენტი ანხელ ტორესი, ზახფულის ტრანსფერებზე ერთდროულად 4 ”რეალელის” ყიდვას შეეცდება.
მადრიდის გარეუბნის გუნდი ამ 4-იდან მინიმუმ 2-ის ყიდვას შეეცდება. ამ ტრანსფერებში, მათ დაეხმარებათ პარეხო, რომლის დაბრუნებას ”რეალი” ცდილობს. დანის სატრანსფერო ფასი 5 მილიონია, თუმცა ”ხეტაფეს” მესვეურები მას უფასოდ შეელევიან 2 ”რეალელის” სანაცვლოდ.
ჟოზე მოურინიო არ ენდობა პედრო ლეონსა და სერხიო კანალესს ასე, რომ მათი ”ხეტაფეში” გადასვლის შანსი ძალიან დიდია. პედრო ლეონი კი სავარაუდოდ აღარ შეეგუება ასეთ უთამაშებლობას და ძველ გუნდში დაბრუნდება.
”ხეტაფე” სარაბიათი და ალვარო მორატათიც არის დაინტერესებული. გარეუბნელებმა ალვაროსთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჟოზემ არ ისურვა მორატას გუნდიდან წასვლა.
წყარო:as.com
- 24 თებერვალი 2011
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.