დაბრუნდება კალეხონი?
დღეს, უცოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილი აქვს, არამხოლოდ დანი პარეხოს დაბრუნება "რეალში", არამედ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს სურს მადრიდელთა კიდევ ერთი აღზრდილი კალეხონი დააბრუნოს "რეალში".
როცა ფლორენტინოს ჰკითხეს, დააბრუნებდა თუ არა პარეხოს "ბლანკოსში", პერესმა უპასუხა: "პარეხო და ხოსე არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლოა ზაფხულში ჩვენს გუნდში გადმოვიბიროთ". აშკარაა, რომ "სამეფო კლუბს" წინა ხაზში პრობლემები აქვს. კალეხონი კი გუნდს თავდასხმაში დიდ ძალას შეჰმატებს. შეგახსენებთ, რომ ხოსე კალეხონი, დღესდღეობით ესპანიოლში თამაშობს და მისი ფასი 8 მლ ევროს შეადგენს.
წყარო: As
- 23 თებერვალი 2011
- 2 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.