რელანო: არ მოველოდი პერესისგან ასეთ ემოციებს
ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ალფრედო რელანომ კომენტარი გააკეთა ფლორენტინო პერესზე და კარიმ ბენზემას თამაშზე.
"გამოგიტყდებით, არ მოველოდი ფლორენტინოსგან ასეთ ემოციებს. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ პერესმა ამ რეაქციით დაანახა ყველას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლიონთან მატჩი "სამეფო კლუბისთვის". ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გოლის ავტორი ბენზემა გახდა. ყველას მოგეხსენებათ, რომ პერესს დიდი სიმპატიები გააჩნია ფრანგი ფეხბურთელის მიმართ. მას ისევ რჩება იმის იმედი, რომ კარიმი ჩადგება საუკეთესო ფორმაში და "ბლანკოსის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. მართალია, მადრიდელთა 9 ნომერმა გოლის გარდა ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ მისი გატანილი გოლი ძალზედ მნიშვნელოვანი გამოდგა "რეალისთვის". აგრეთვე აღსანიშნავია, ის აბლოდისმენტები, რომელიც ბენზემას ხვდა წილად, მოედანზე შემოსვლის დროს. ფრანგმა კი გულშემატკივრებს თავისებურად სცა პატივი. მან გატანილი გოლი არ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ეს გოლი უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც მისთვის, ისე "სამეფო კლუბისთვის".
წყარო: As
- 23 თებერვალი 2011
- 3 893
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.