"ლიონი" 1-1 "რეალი"

გუშინ "ჟერლანდზე" გაიმართა პირველი მერვედფინალური დაპირისპირება "ლიონსა" და "რეალს" შორის...

"ლიონი" 1-1 "რეალი"


"ჯერლანდზე" ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. ორივე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოდგა. პირველ ნახევარში "ბლანკოსს" არაფერი გამოსდიოდა, ხოლო მეორე ტაიმში თითქოსდა გამოცოცხლდა, ორჯერ ძელმა გადაარჩინა "ლიონი", ერთხელ კი მსაჯმა აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა,როცა რონალდოს საჯარიმო დარტყმის შემდეგ გურკუფს ხელზე მოხვდა ბურთი. საბოლოოდ ჯერ ბენზემამ გაიტანა,ხოლო მატჩის დასასრულს გომისმა გაათანაბრა.


ახლა კი ცოტა დეტალურად გავეცნოთ მატჩს..

პირველივე წუთებიდანვე ორივე გუნდიდან შეტევები წარიმართა,თუმცა უფრო მწვავე ფრანგების გამოდგა. მადრიდელებს არაფერი არ გამოსდიოდათ. ოზილი,დი მარია და რონალდო სრულიად შეუმჩნევლები იყვნენ. ისინი ბურთს მოედნის ცეტრში ვერ ათამაშებდენ და ბურთი რომ მიეღოთ ხშირად საკუთარ საჯარიმოშიც კი უწევდათ ჩასვლა. ფრანგები ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობას ეუფლებოდნენ. გურკუფი და დელგადო ტექნიკური თამაშის ხარჯზე დიდ ხიფათს უქმნიდნენ იკერ კასილასის კარს. აუცლიებლად უნდა აღინიშნოს,რომ "რეალი" ბურთს ფლობდა,მაგრამ ისინი მეტოქის საჯარიმოს ვერ უახლოვდებოდნენ. დი მარიასა და ოზილს არაფერი გამოსდიოდათ,როცა მეტოქეთა საჯარიმოში შესვლას ცდილობდნენ. რონალდოს ყოველი მცდელობა შეტევისა კი ან ბურთის დაკარგვით ანდა მის მიმართ უხეში თამაშით სრულდებოდა. 33-ე წუთზე იკერ კასილასმა შეცდომა დაუშვა, ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ დაიჭირა და პირდაპირ გომისს ჩაუგდო ფეხებში,თუმცა იკერმა თავგანწირულად ითამაშა და "ლიონის" თავდამსხმელს კარში დარტყმაში ხელი შეუშალა. მას ბურთი იდაყვზე მოხვდა და პრაქტიკულად ცარიელ კარს ბურთი ზემოდან გადასცდა. შემდეგ იყო კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმა,რომელიც ლორისმა მოიგერია. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში კი "რეალის" დაცვას ბასტოსი,გომისი და გურკუფი აწუხებდა,თუმცა მათ მცველები უმკლავდებოდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე "ბლანკოსმა" შეტევები დაიწყო. ძირითადად ეს მარცხენა ფლანგიდან ხდებოდა. 48-ე წუთზე კუთხურის ალამთან ახლოს დაინიშნა საჯარიმო დარტყმა,რომელიც რონალდომ შეასრულა. კრიშტიანომ ცოტა უცნაური ტრაექტორიით გაუშვა ბურთი კარის მიმართულებით. მადრიდელთა სამწუხაროდ და ფრანგთა საბედნიეროდ ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. ზუსტად ერთ წუთში კი სერხიო რამოსის თავური დარტყმის შემდეგ ისევ ძელს მოხვდა ბურთი.66-ე წუთზე კი ჟოზე მოურინიომ ცვლილება განაორციელა და ამან ისე გაამართლა,რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ალბათ ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ნახავდა. ადებაიორის ნაცვლად ბენზემა შემოვიდა. კარიმმა იმ წუთზევე მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო ოზილისგან, მოატყუა რამდენიმე ფეხბურთელი, ლორისს ფეხებს შორის გაუძვრინა და "ლიონის" კარის ბადეში მოათავსა.

გოლის შემდეგ რამოდენიმე წუთში ორივე მწვრთნელმა ცვლილებები განახორციელა. პუელმა მოედანზე პიანიჩი გამოიყვანა,ხოლო მოურინიომ ხედირასა და ოზილის ნაცვლად ლასანა დიარა და მარსელო გამოიყვანა.შეხვედრის 83-ე წუთამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ხსენებულ წუთზე კი პიანიჩის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კრისის თავური პასით გომისს მიუვიდა და მას აღარ გასჭირვებია გოლის გატანა. საბოლოო მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა,რაც 16 მარტს მადრიდის "რეალს" ფავორიტის სტატუსს ანიჭებს.

"ლიონი" 1-1 "რეალი"


"ლიონი" 1-1 "რეალი"


"ლიონი" 1-1 "რეალი"



სტატიის ავტორი: WIShMASTER

  • wishmaster
  • 23 თებერვალი 2011
  • 2 028
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)