პერესი: "შალკეს" გულშემატკივარი გავხდი"
მადრიდის რეალის პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერესმა, მცირე კომენტარი გააკეთა "სამეფო კლუბის" ლეგენდაზე რაულ გონსალესზე.
როდესაც, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა ურთიერთობა აქვს მას რაულთან, ფლორენტინომ უპასუხა: "მე და რაული ძალიან ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ის ჩემი მეგობარია. მე პატივს ვცემ ბლანკოს გადაწყვეტილებას. მას ბევრი სათამაშო დრო სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ, წავიდა კლუბიდან. "შალკეს" თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ. მას შემდეგ, რაც გონსალესი გერმანიაში გადავიდა, მე ამ გუნდის გულშემატკივარი გავხდი. მთავარია დღესდღეობით ისაა, რომ რაული ბედნიერია.
წყარო: marca
- 22 თებერვალი 2011
- 1 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.