"ლიონი" - "რეალი" [პრევიუ]
დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ლიონსა" და "რეალს" შორის...
"ლიონი" მსოფლიოში იმ მცირე კლუბების სიას მიეკუთვნება,რომელსაც დადებითი შედეგი აქვს მადრიდის "რეალთან" ურთიერთშეხვედრებში. ჩატარებული 6 შეხვედრიდან ფრანგებმა მადრიდელებს 3-ჯერ მოუგეს,ხოლო 3-ჯერ კი ფრე ითამაშეს. წინა წლების მსგავსად "ლიონის" ფეხბურთელები ახლაც აპირებენ ჯოზე მოურინიოს გუნდის დამარცხებას "ჯერლანდზე".
ფრანგები დღევანდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდებიან. მათ საფრანგეთის პირველი ლიგის უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე "ნანსი" დაამარცხეს 4-0. თითო-თითო გოლი გურკუფმა,პიედმა,პიანიჩმა და ბრიანდმა გაიტანა.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა პუელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "მადრიდის "რეალი" განსხვავებული კალიბრის კლუბია.ჩვენ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ყველაფერს გავაკეთებთ,რომ დღეს გამარჯვება მოვიპოვოთ."
"ლიონი" შარშან ნახევარფინალიდან გამოვარდა "ბაიერნთან" ორმატჩიან დუელში დამარცხების შემდეგ. მანამდე კი მათ ჯერ მადრიდის "რეალი", ხოლო შემდეგ ჟირონდას "ბორდო" დაამაცხეს. წელს კი ფრანგები იმუქრებიან,რომ შარშანდელთან შედარებით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ.
მადრიდის "რეალი" როგორც ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მადრიდელები წელს შეეცდებიან,რომ მეათედ აღმართონ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი. მას შემდეგ,რაც "რეალმა" უკანასკნელად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საუკეთესო შედეგი 2004 წელს ჰქონდა. მაშინ მადრიდელები "მონაკოსთან" დამარცხდნენ ნახევარფინალში.
ალბათ წინა წლებთან შედარებით "რეალს" ახლა უფრო აქვს შანსი,რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა,რადგან მას სათავეში უდგას საუკეთესო მწვრთნელი,რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტიტულებს. ჟოზე მოურინიო "პორტოსა" და "ინტერის" შემდეგ "რეალთან" ერთადაც აპირებს თასის აღმართვას.
"რეალი" "ლა ლიგაში" საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ქულათა სხვაობა პირველადგილოსან "ბარსელონასთან" ხუთია. ასე რომ მადრიდელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ და ვალდებულნი არიან ყველა დარჩენილი მატჩი მოიგონ და უნდა უცადონ თუ როდის წააგებს "ბარსელონა". უკანასკნელ ტურში "ბერნაბუზე" "ბლანკოსმა" "ლევანტე" მიიღო და ბენზემასა და კარვალიოს გოლებით დაამარცხა 2-0.
როგორც ზემოთ ვახსენე, "რეალს" ურთიერთშეხვედრებში "ლიონთან" უარყოფითი შედეგი აქვს და დღევანდელ მატჩში მადრიდელები რევანშის აღებას გეგმავენ. ამან თითოეული მადრიდისტას კომენტარში გაიჟღერა.
გუნდების ახალი ამბები:
"ლიონი":
ერთადერთი გამონაკლისი სვარაუდოდ ლისანდრო ლოპესი იქნება დღევანდელ მატჩში. სხვა მხრივ "ლიონს პრობლემები აარ აქვს. ლორისიც გამოჯანმრთელდა,ის 23 კაციან განაცხადშიცაა,მაგრამ ალბათ დღეს ის მოედანზე არ გამოვა.
"რეალი":
ტრამვირებული მხოლოდ დუდეკი და იგუაინია. სხვა მხრივ მადრიდელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ.
გთავაზობთ ამ გუნდების უკანასკნელ მატჩებს:
სტატიის ავტორი: WIShMASTER
- 22 თებერვალი 2011
- 2 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.