სანჩესი: "სამეფო კლუბი საფრანგეთშიც ფავორიტია"

ცნობილმა, ესპანელმა ექსპერტმა, ხუან სანჩესმა ტრადიციულ მიმოხილვაში სამეფო კლუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბლანკოსი" საფრანგეთშიც ფავორიტის სტატუსით ითამაშებს...

"ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალი" გაცილებით უფრო ბრძოლიუნარიანია და ვთვლი, რომ ისინი 1/8 ფინალიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოვარდებიან, რადგან მათ სხვა ამბიციები ამოძრავებთ, პორტუგალიელი მწვრთნელის მიზანი მინიმუმ 1/2 ფინალი იქნება."

"ეს არის პირველი სეზონი და გუნდისთვის აუცილებელია ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება წინ წასვლა, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "რეალს" უკვე დიდი ხანია არ უმართლებს, წლევანდელი წელი მოსამზადებელი უნდა იყოს მომდევნო ტრიუმფებისთვის, ამისთვის კი ლიგის გამოცდილება აუცილებელია."

"კრიშტიანო რონალდო არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ბურთისთვის იბრძვის და სულ დარბის, პორტუგალიელი მოთამაშე გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად არ იღლება და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, დარწმუნებული ვარ "ლიონთან" თამაშის დროს რონალდო მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის, რადგან მას ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, რომელსაც თითქმის ყველა შეხვედრის დროს იყენებს."

"არამგონია "რეალმა" დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს, დარწმუნებული ვარ ესპანელები პირველივე წუთებიდან შეუტევენ და სწრაფ გოლზე იფიქრებენ, თუკი სამეფო კლუბმა ანგარიშის გახსნა მოახერხა, შემდეგ ფრანგებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ფსიქოლოგიურად ეს მათთვის უდიდესი დარტყმა იქნება."

"ნამდვილად არ ვიცი რომელი ფეხბურთელი იქნება ძირითად შემადგენლობაში, კაკა თუ ოზილი, მაგრამ ვიცი, რომ ორივე ფეხბურთელს შეუძლია სიტუაციის დალაგება და მოედნის ცენტრში ყველაფრის მოწესრიგება, სამეფო კლუბს ორი უმაღლესი დონის გამთამაშებელი ჰყავს."

  • Hala
  • 22 თებერვალი 2011
  • 2 385
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 12
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (216)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)