დე ლა პენია:"რეალთან" თამაშის იმედი მაქვს"
"ესპანიოლის" კაპიტანმა ივან დე ლა პენიამ შეიძლება ითამაშოს შაბათს "რეალის" წინააღმდეგ.
დე ლა პენიამ,რომელმაც დანიელ ხარკეს ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ მიიღო კაპიტნის სამკლაური,დაიწყო ვარჯიშები.მას არ მიუღია მონაწილეობა პირველი ტურის მატჩში "ბილბაოს" წინააღმდეგ.კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის,თუ რატომ წააგეს კატალონიელებმა გასულ ტურში.
დე ლა პენიას დაბრუნება კარგს არაფერს უქადის მადრიდელებს,მაგრამ ივანმა შეიძლება მაინც გამოტოვოს ეს შეხვედრა.
"ყველაფერს ვაკეთებ,რათა ვითამაშო "რეალის" წინააღმდეგ.ფრთხილად უნდა ვიყო,რათა არ გავიუარესო ტრავმა.უახლოეს დღეებში ყველაფერს ნათელი მოეფინება და ვიმედოვნებ შევძლებ მადრიდელებთან თამაშს"–განაცხადა დე ლა პენიამ.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 8 სექტემბერი 2009
- 1 660
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.