კარიმი ემანუელს ჯაბნის

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარ ფორვარდობაზე დღესდღეობით პრეტენზიას, კარიმ ბენზემა და ემანუელ ადებაიორი აცხადებენ. ამ სტატიაში გავეცნობით მცირე სტატისტიკას ხსენებული მოთამაშეების შესახებ...

დავიწყოთ ფრანგ ფორვარდზე საუბრით. ბენზემას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2005 წელს შედგა. მან "ლიონის" შემადგენლობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 1 მატჩი გამართა და ამავე რაოდენობის გოლის გატანა მოასწრო. შემდეგ სეზონში კარიმის შედეგიანობა უფრო გაიზარდა, ფრანგმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. 2007-08 წლების სეზონში "ლიონის" მაშინდელმა ფორვარდმა 7 მატჩი გამართა და 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. 2008-09 წლებში ბენზემას შედეგი თამაშების მხრივაც უკეთესი იყო და გატანილი გოლების მხრივაც, იმ სეზონში კარიმმა 8 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ უკვე მადრიდის "რეალში" ტრანსფერის დრო დადგა. შარშანდელ სეზონში ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. წლევანდელ სეზონში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ჯგუფური ეტაპის 6 მატჩიდან ფრანგმა 5-ში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში კარიმის ანგარიშზე 29 შეხვედრა და 17 გოლია.

კარიმი ემანუელს ჯაბნის


რაც შეეხება ემანუელ ადებაიორს. ტოგოელი ფეხბურთელის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2003-04 წლებში შედგა. მაშინ იგი ფრანგული "მონაკოს" ღირსებას იცავდა. იმ სეზონში ტოგოელი ფორვარდის ანგარიშზე 9 შეხვედრაა, გოლი კი მას არ გაუტანია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა მატჩი ემანუელი შეცვლაზე შედიოდა. 2004-05 წლების სეზონში ადებაიორმა 8 მატჩის გამართვა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

ამის შემდეგ იყო არსენალი. 2005-06 წლებში ტოგოელს გოლების გატანა კვლავ გაუჭირდა. "არსენალის" შემადგენლობაში მან 6-ჯერ ითამაშა, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხა. შემდეგ იყო 2006-07 სეზონი, სადაც "ადემ" 8 შეხვედრა გამართა და 3 გოლი გაიტანა. 2007-08 წლები ემანუელისთვის ყველაზე იღბლიანი გამოდგა, იმ სეზონში ტოგოელმა 7 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

საბოლოო ჯამში ემანუელის ანგარიშზე 38 თამაში და 9 გოლია.

"არსენალიდან" მანჩესტერ "სიტიში" გადასვლის შემდეგ, ემანუელს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია.

კარიმი ემანუელს ჯაბნის


მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ ორივე ფორვარდის შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე და ნათლად დავინახეთ, რომ ბენზემა გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ემანუელი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვისზე შეაჩერებს არჩევანს ჟოზე მოურინიო.

  • Hala
  • 21 თებერვალი 2011
  • 2 487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)