კრიშტიანო რონალდუ სკანდალშია გახვეული

სკანდალი, რომელიც ეხება კრიშტიანო რონალდუსა და 18 წლის მაროკოელი გოგოს კარიმა ელ მაჰროგის ურთიერთობას.

მაშინ როცა , კრიშტიანო რონალდუ საკუთარი მეგობარი გოგოს–ირინა შაიკის წარმატების გამო ღრუბლებში დაფრინავს, მისი სახელის ირგვლივ ახალი სკანდალი მწიფდება. როგორც ერთ–ერთმა ჟურნალმა გვამცნო, კრიშტიანო რონალდუ იწვა 17 წლის მაროკოელ კარიმა ელ მაჰროგთან (Karima El Mahroug). შეგახსენებთ, რომ ეს ის გოგოა, რომლის სახელმაც გაიჟღერა იტალიის პრემიერ–მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ირგვლივ აგორებულ სკანდალში. აქ საქმე იმაშია, რომ ამ განცხადებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კრიშტიანო რონალდუს, ვინაიდან თუ ეს ჭორი დადასტურდა, მაშინ საქმე გვექნება არასრულწლოვანთან სექსლუარ ურთიერთობასთან, რაც კანონით ისჯება.

კარიმამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს 2009 წლის 29 დეკემბერს შეხვდა მილანის ერთ–ერთ კლუბ–"Hollywood"–ში.

"რონალდომ მე გამაჩერა, მას კუთხეში კერძო მაგიდა ქონდა. მან კომპლიმენტები მითხრა და ჩვენ ნომრები გავცვალეთ"–აცხადებს კარიმა.

"არ ვიცოდი, რომ ის ფეხბურთელი იყო, მანამდე სანამ რესტორანში ავტოგრაფების ჩამორთმევა არ დაუწყეს. "

"მან იცოდა რამდენი წლისაც ვიყავი და მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რესტორანში ვხვდებოდით ერთმანეთს."

"სამი კვირის შემდეგ გადავწყვიტეთ ღამე ერთად გაგვეტარებინა იმ ძვირადღირებულ სასტუმროში,სადაც ის იყო გაჩერებული."

"მან მითხრა პირდაპირ მეხუთე სართულზე ავსულიყავი მის ოთახში. თან არანაირი დოკუმენტები არ მქონია, მაგრამ არც არავის არ მოუთხოვია. ამის შემდეგ ერთად გვეძინა. დილით, როცა გავიღვიძე, ის საწოლში არ დამხვდა."

კრიშტიანო რონალდუ სექს–სკანდალში აღმოჩნდა გახვეული


საწოლის გვერდითა კარადაზე წერილი დამხვდა, სადაც ეწერა: "იმედი მაქვს, როცა უკან დავბრუნდები ოთახში არ დამხვდები. ფული ჩანთაშია." მანდვე 4000 ევრო ვიპოვე. ავიღე და სასტუმრო თვალცრემლიანმა დავტოვე."

რამოდენიმე დღის შემდეგ, მან შეძლო რონალდუზე შურსიძიება, როცა ეს უკანასკნელი იმავე კლუბში ნახა.

18 წლის მაროკოელმა განაცხადა: "ის ცალკე ოთახში იყო მეგობრებთან ერთად, მე ერთი ჭიქა შამპანური ავიღე და მას ვესროლე. მერე ყველას თვალწინ ავიღე ერთი ბოთლი შამპანური და სულ თავზე გადავასხი, ამავდროულად სულ 500 ევროები ვაყარე სახეში მანამ, სანამ დაცვამ გარეთ არ მიმაბრძანა."

მისივე ნათქვამში, რომელიც იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა, მოთხრობილია, თუ როგორ შეხვდნენ ისინი უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მილანში.


კრიშტიანო რონალდუ სექს–სკანდალში აღმოჩნდა გახვეული


"ჩვენ მილანის ერთ–ერთი რესტორნის "იბიცას" წინ შეხვდით, მე ჩემს საქმეზე მივდიოდი. მან მითხრა, რომ ძალიან წუხდა თავისი საქციელის გამო და რომ "სხვა" გოგოებივით ვეგონე, რომლებიც მასთან ღამის შემდეგ, უბრალოდ ფულს ითხოვდნენ."

"მე მივიღე მისი ბოდიში და მან მიმაცილა იქამდე, სადამდეც მივდიოდი. მანდ მისით არავინ არ დაინტერესებულა."

კრიშტიანო რონალდუმ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ეს ჟურნალისტების მორიგი პროვოკაციაა, რომელიც დაკავშირებულია იტალიის პრემიერ–მინისტრის ირგვლივ ბოლო ხანებსი ატეხილ სკანდალებთან და ის არაფერ შუაში. მან აღნიშნა, რომ ის კვლავ თავხედი ჟურნალისტების პროვოკაციის მსხვერპლია, როგორც ეს ადრე ყოფილა და რომ ასეთ ვინმეს, სახელად კარიმას. არავის არ იცნობს.

  • shvela
  • 21 თებერვალი 2011
  • 5 613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)