ლუკასით "რეალი" ინტერესდება
ბრაზილიურ კლუბ "სან პაულუს" ფერხბურთელით ორი გრანდი არის დაინტერესებული, ლუკასის შეძენა "მადრიდის რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.
ლუკასს "ბრაზილიურ" კლუბში კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი თამაშით მოხიბლულმა და მონუსხულმა "რეალის" და მანიუს" ხელმძღვანელობამ მისი ხელში ჩაგდება განიზრახეს. ამ თემასთან დაკავშირებით თვით ლუკასი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. თუმცა ჟურნალისტები მის აგენტს გაესაუბრნენ:
უონგერ რიბეირო: "მეც და ლუკასიც სრულ საგონებელში ვიმყოფებით, 18 წლის ბიჭს მოუვიდეს მოწვევა ისეთი კლუბებისაგან როგორებიც არიან "მადრიდის რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დამეთანხმებით არ არის სახუმარო თემა. მე ლუკასთან ერთად განვიხილავ ამ შემოთავაზებებს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას.
- 21 თებერვალი 2011
- 2 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.