ცრემლებიანი სიცილი
“ვფიცავ არ მინერვიულია” - შესაძლებელია ეს სიტყვები ნათქვამია ცივ გულზე. იმიტომ, რომ გრძნობებზე არ იფიცებენ. მიდის დიდებული ფეხბურთელი, ასეთი დიდებული ადამიანი..
ამ სიტყევბში ეჭვიც არ მეპარება, რადგან მე მასთან ერთად საკმაო დრო მაქვს გატარებული, რომ გამეცნო ვინ იყო რონალდო. პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვების და ამას რომ ვწერ, არ მეშინია, რომ შევცდე. ის იყო ნამდვილი ფენომენი. როგორც იტალიაში შეარქვეს.
მიდის დიდებული რონალდო. პირველი, იმ დინასტიაში, რომელიც თვითონ დაიწყო. შემდეგ კი იყვნენ რონალდინიო და კრიშტიანო.. კარგი შთამომავლები, ორივე განსხვავებული სტილით. ვერავინ შემედავება იმაში, რომ ამ “პუტკუნა” ფეხბურთელმა დიდი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. მან დაამტკიცა, რომ ტრავმებს არ შეუძიათ დამალონ ის ტალანტი, რაც ფეხბურთელს გააჩნია. ეჰ ტრავმებს, რომ არ შეეშალათ მისთვის ხელი... მაგრამ ის მაინც გამოდიოდა მოედანზე. აკეთებდა საოცარ ფინტებს და “ანადგურებდა” მსოფლიოს საუკეთესო მცველებს. იმის ტკივილების მიუხედავად, რომლებიც მას აწუხებდა.
საბედნიეროდ, ის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რათა გავეხარებინეთ მისი თამაში- მოძრაობებით, ფინტებით და საგოლე ალღოთი. ჩვენ დაგვრჩა მისი ვიდეოკადრები, რათა ვუყუროთ მის თამაშს და ცოტათი მაინც შევივსოთ ის ნოსტალგია, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს. საოცრება ხდებოდა მაშინ როცა ის ერთი მოძრაობით მოაჩვენებდა მცველს, თითქოს მარჯვნივ მიდიოდა, ამ დროს კი ის მთელი სისწრაფით მარცხნივ გარბოდა საჯარიმოს მიმართჲლებით, გოლის მიმართულებით. ცხოვრების მიმართულებით.
მე ტელევიზორში დავინახე მისი ცრემლები და გამახსენდა როგორი სიცილით მხვდებოდა ყოველთვის, მე კი მასთან ყოფნის დროს როგორ ვღელავდი. სიტყვებით ვერ აღწერ გრძნობას, ეს ძალიან რთულია. საშინელი ტრავმები! საშინელი ტკივილები! საშინელი აღდგენითი პროცედურები, რომლებმაც ძალიან იმოქმედეს მის ორგანიზმზე,
“ეს ჩემი პირველი სიკვდილია. რთულია იმის დატოვება, რაც ბედნიერს გხდიდა. მე წავაგე ბრძოლა ჩემს ორგანიზმთან. წასვლა - არის როგორც,, სიკვდილი,’’ მაგრამ მე მომიგო ჩემმა ორგანიზმმა.” - ამბობდა რონალდო მისი წასვლის დღეს.
მე ვისმენიდი შენს გამოსამშვიდობელ სიტყვებს და მინდოდა შენთან ერთად დავმჯდარიყავი და მეტირა. ამ დროს ადამიანებს მხოლოდ შეუძლიათ მადლობა გითხრან, იმის გამო რაც შენ გააკეთე მათთვის. შენი გლისთვის კომპოსტელაში. შენი ბრწყინვალე თამაშისთვის “ინტერში”, “ბარსელონაში” და “რეალში”. შენი ბრაზილიური ხასიათისთვის. შენი სიცილისთვის. მაგრამ იმ დღეს როცა შენ ფეხბურთი დატოვე. ცაში ღრუბლები ტიროდნენ.
ენრიკე ორტეგო - საფეხბურთო ექსპერტი
- 20 თებერვალი 2011
- 2 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.