”ცხოვრება გოლისთვის” - ნაწილი 7
რონალდო ”ბარსელონაში” გადასვლისთანავე იწყებს მსოფლიოს განცვიფრებას. ის იტანს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლს ”კომპოსტელას” წინააღმდეგ...
1996/1997 წლების სეზონი მართლაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა ფენომენისთვის. მან ამ სეზონში 49 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე. იმ წელს ლუის ნაზარიოს ბადალი არ ჰყავდა მსოფლიოში. ამ 20 წლის ბიჭით ყველა აღფრთოვანებული და განცვიფრებული იყო. ის მოედანზე სასწაულებს აკეთებდა. ბრაზილიელებს ეგონათ, რომ ახალი პელე ჰყავდა მსოფლიოს, თუმცა შემდეგ რონალდო ტრავმებმა გატანჯა, რომელზეც შემდეგ სერიებში მოგითხრობთ.
ასევე ამ ნაწილში იხილავთ, ჟოზე მოურუნიოს კომენტარს რონალდოზე. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას მსგავსი ფეხბურთელი მის სიცოცხლეში არ უნახავს. ის ამბობს, რომ მას არ აქვს ძირფესვიანად პელეს მოქმედებები შესწავლილი და სწორედ ამიტომ იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფორვარდად სწორედ ფენომენს მიიჩნევს.
ამ სერიაში რონალდოზე გამორჩეულად საუბრობს ანხელ კოპა, რომელიც ამბობს, რომ ეს ყოველივე წარმოუდგენელია. მისი აზრით, ფენომენს პელეზე, მარადონაზე და კრუიფზე მეტი შესაძლებლობები აქვს.
ამ ძალიან საინტერესო სერიას დაასრულებს რონალდოს ფენომენალური თამაში და ერთ-ერთი ულამაზესი გოლი ”კომპოსტელას” წინააღმდეგ. ამ გოლის შემდეგ, კატალონიელთა დამრიგებელმა ხელები თავზე დაიდო, მას არ სჯეროდა, რომ იგი ცხადში უყურებდა ფენომენის მოქმედებებს. სწორედ ასე დაიწყო რონალდოს კატალონიური კარიერა...
- 20 თებერვალი 2011
- 2 090
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.