მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ, მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
”ჩემმა გუნდმა სერიოზული შეხვედრა ჩაატარა. ”ლიონთან” მატჩის წინ ფეხბურთელებმა ძალები დაზოგეს და ეს ძალიან კარგია. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”.
”ვიცოდით, რომ მარტივი არ იქნებოდა ”ლევანტეს” დაცვის გარღვევა, თუმცა გოლი პირველივე წუთებში გავიტანეთ, რამაც განაპირობა ჩვენი ადვილი გამარჯვება. პირველი გატანილი გოლის შემდეგ, თავს უფლება მივეცით, ძალები შეგვენახა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის”.
”მომეწონა სერხიო რამოსისა და კარიმ ბენზემას თამაში. კრიშტიანო მუდამ კარგად თამაშობს. ის ფიზიკურად უნიკალურია, ფაქტიურად არ იღლება და რატომ უნდა გამოვცვალო ეს დაუღალავი მოთამაშე? ამის არანაირი წინაპირობა არ მაქვს”.
”გუნდმა მეტოქეს პატივი სცა და სწორედ ამიტომ დარჩა გამარჯვება. ხაბი და მესუთი დავასვენე, რაც სავსებით ნორმალურია. მე ისინი ”ლიონის” წინააღმდეგ უფრო მჭირდება, ვიდრე ლა ლიგის რომელიმე მატჩში. შესაძლოა ”ლიონთან” გადასხვაფერებული შემადგენლობით ვითამაშოთ”.
”როდესაც კენჭისყრაზე ”რეალის” წინააღმდეგ ”ლიონი” ამოვიდა, მაშინვე დავიწყე ამ გუნდის შესწავლა. სამეფო კლუბს დიდი ხანია არ გადაულახავს 1/8 ფინალური ბარიერი და დიდი ხანია არ მოუგია ”ლიონთან” მატჩი. ვეცდებით ეს ტრადიცია დავარღვიოთ. ძალიან მაინტერესებს ითამაშებენ, თუ არა ლისანდრო და დელგადო, რადგან ისინი გუნდის ლიდერები არიან”.
წყარო:realmadrid.com
- 20 თებერვალი 2011
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.