"ესპანიოლის" სტადიონი მზად იქნება შაბათის მატჩისთვის
"ესპანიოლის" ახალ სტადიონ "კორნელია ელ–პრატზე" გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს,რათა გაზონი იყოს იდეალურ მდგომარეობაში შაბათის მატჩისთვის.ეს დიდი პრობლემა იყო უკანასკნელ თვეებში.კატალონიელთა მწვრთნელ მაურისიო პოტეჩინოს სურს,რომ მინდვრის საფარი კარგ მდგომარეობაში იყოს.12 სექტემბერს 23:00–ზე "ესპანიოლი" "რეალს" დაუპირისპირდება.
მინდვრის საფარმა ამ დღეებში 45 გრადუსიან სიცხეებს გაუძლო."ვიმედოვნებთ სიცხეები აღარ იქნება"–განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა პედრო ტომასმა.კატალონიელებს სურთ გაზონი შაბათს კარგად გამოიყურებოდეს და არ შექმნას პრობლემები.
უქმეებზე ბევრი ფანატი დადიოდა გაზონზე,რამაც მინდვრის საფარს პრობლემები შეუქმნა.როგორც აცხადებენ,სტადიონი შაბათს გასამართი მატჩისთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 8 სექტემბერი 2009
- 1 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.