დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი

მოდაში ისევ რეტროა - ჩაცმულობაში, ხელოვნებაში, ცხოვრებაში… ყველაფერი ციკლირებულია. გარეთ ოდრი ჰელბერნის კლონები დადის. ეს კი არ არის გასაკვირი. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ წარსულით…

სპორტის სამყარო, განსაკუთრებით ფეხბურთი არ არის გაჩერებული ერთ ადგილზე, ის ვითარდება, მაგრამ ცხოვრებამ შეიძლება ისე შეცვალოს ყველაფერი, რომ ამ სპორტმაც წარსულში დაგვაბრუნოს. შესაძლებელია, ისტორია არაერთხელ განმეორდეს. კუმირები, გმირები და ლეგენდები პერიოდულად ბრუნდებიან და გვახსენებენ თავის თავს. ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენს გულებში. თაობები იცვლება. ფეხბურთში ყოველდღე ახალი სახე ჩნდება.

დღესდღეობით, ფეხბურთში ყველაზე ცნობილი ფიგურები კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. ჩვენ ვუყურებთ თითოეულ მათ თამაშს. ყოველდღეურად ხდება მათი შედარება. ადამიანები მათ ადარებენ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, აკვირდებიან თითოეულ დეტალს, რათა გამოავლინონ, როგორც თვითონ თვლიან, “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი”.

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი


მადრიდის “რეალში” და “ბარსელონაში” თამაშობდნენ უდიდესი დონის ფეხბურთელები, მაგრამ ემთხვეოდა კი, მათი ეპოქები ერთმანეთს? კრუიფს, მარადონას და რონალდინიოსაც კი არ ჰყავდა “სინონიმი მოთამაშე” “სამეფო კლუბში” ისევე, როგორც უგო სანჩესს, ზიდანს და რაულს.


იმისათვის, რომ მოვძებნოთ ისეთი დიდებული დაპირისპირება, როგორიც არის დღესდღეობით პორტუგალიელს და არგენტინელს შორის, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ 60 წლით უკან. სწორედ 50-იან წლებში არსებობდა ლეგენდარული დაპირისპირება დი სტეფანოსა და კუბალას შორის. ეს იყო ორი გენიალური ფეხბურთელი, რომლებმაც შექმნეს ორი დიდებული ეპოქა თავის კლუბებში.

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი


გოლი გოლზე, თამაში თამაშზე, ტიტული ტიტულზე. მათ დატოვეს დიდი კვალი თავიანთ კლუბებში და ისტორიაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვიღაცამ დააბრუნა ეს დრო. დღესდღეობით, თითქოს იგივე დაპირისპირებაა, მაგრამ ამჯერად სხვა სახელებია. რონალდო და მესი არის მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი. ისინი ქმნიან თავის ეპოქას და ისტორიას. ნამდვილად, ყველაფერი ციკლირებულია.

კუბალა - ვირტუოზული.

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი

ლადისპაო კუბალა ბარსელონაში გადავიდა 1950 წლის 15 ივნისს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლადისპაოს პრობლემები შეუქმნა და ბარსელონას ძალიან გაუჭირდა ამ ტრანსფერის გაჩარხება. კუბალამამ კლუბს მადლობა თავისებურად გადაუხადა. ლეგენდრული ფეხბურთელი დებიუტი შედგა ბარსელონას ძველ სტადიონზე - Les corts -ზე. სწორედ, ამ სტადიონზე იხილეს კატალონიელებმა თავიანთი კუმირი და სამუდამოდ შეიყვარეს ის. კუბალასთან ერთად “ბარსელონამ” 1952 წელს შეძლო 5 ტიტულის მოგება.

ამ პერიოდში კატალონიელებს დიდებული გუნდი ჰყავდათ, სადაც გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რამალიესტა, ბიოსკი, ბასორი, მორენო, მანჩონა და სესარა. “ბარსელონა” იმ დროს იყო ერთერთი საუკეთესო თავის ისტორიაში. ტიტულების მოპოვებამ გამოიწვია ფინანსური გაძლიერება. რამაც საშუალება მისცა, მაშინდელ კატალონიელთა პრეზიდენტს, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალი სტადიონის - “კამპ ნოუს” შენებაზე.

ლადისპაოს თანაგუნდელებს დღესაც ახსოვთ მისი თამაში - “ ის იყო ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი მათ შორის, ვისი თამაშიც მე მინახავს. როცა ვარჯიში მთავრდებოდა, ჩვენ ვრჩებოდით და ის მაჩვენებდა თავის ფინტებს. მე ყოველ ახალ ფინტზე გაოცებული ვრჩებოდი. ვერავინ, რონალდინიოც კი, ვერ შეედრება მას,”. - ამბობს ფერან ოლივეია.




“კუბალას ჰქონდა დიდებული ბურთის ფლობა. ორი ფეხით შეეძლო გოლის გატანა. ლადისპაო იყო ერთერთი პირველი, რომელმაც გამოიყენა ფინტი სახელად “ველოსიპედი”. აგრეთვე ის შესანიშნავად ასრულებდა ჯარიმებს. კუბალა იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისაც კი ვიცნობდი. როცა მცველი თამაშის დროს მას ფეხს დაარტყამდა, ტრავმას ის მცველი იღებდა და არა ლადისპაო”. იხსენებს ბიოსკა, რომელიც არასოდეს დაივიწყებს ბარსელონას ლეგენდის დიდებულ გოლს, რომელისთვისაც კატალონიელები 10 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.


დი სტეფანომ ჩრდილში მოაქცია მთელი “ბარსელონა”

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი


“ბარსელონას” ჰეგემონია გრძელდებოდა 1953 წელსაც, როდესაც კატალონიელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს “ლა ლიგის” მოგება. სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ესპანეთში ჩამოვიდა ახალი გენიოსი.

ალფრედო დი სტეფანო იყო დიდებული ფეხბურთელი, მაგრამ მას არავინ იცნობდა ევროპაში. არგენტინელის რეალში გადმოსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დონ სანტიაგო ბერნაბეუს. როცა მან ნახა დი სტეფანოს თამაში, ბერნაბეუ აღტაცებული დარჩა. სანტიაგოს სურდა, რაც შეიძლება მალე გადმოეყვანა ალფრედო, მაგრამ ეს ტრანსფერი გაართულა “ბარსელონამ”. კატალონიელთა პრეზიდენტი დაუკავშირდა არგენტინელს და ყველანაირად შეეცადა მისი გადაბირება. ბევრი მოლაპარაკებების შემდეგ, ფიფამ მიიღო თავისებური გადაწყვეტილება, რომელიც მიუღებელი იყო მადრიდელებისთვის. ეს გაადწყვეტილება იყო აბსურდული. დი სტეფანოს ორი წელი “რეალის” შემადგენლობაში უნდა ეთამაშა და ორი წელი “ბარსელონაში”. ბევრი გასაჩივრების შემდეგ “კატალონიელები” დათმობაზე წავიდნენ და უარი განაცხადეს ალფრედოს კონტრაქტზე. “სამეფო კლუბმა” მიაღწია მიზანს და გადმოიყვანა ფეხბურთელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამ კლუბის ისტორია..



დი სტეფანო იყო ძალზედ ამბიციური და დინამიური ფეხბურთელი. მას ყოველთვის სურდა გამარჯვება და მისი მთავარი მიზანი იყო ტიტულების მოპოვება. სწორედ, ალფრედოსთან ერთად “ბლანკოსმა” 21 წლის შემდეგ, პირველად მოახერხა “ლა ლიგის მოგება”. აღსანიშნავია, რომ არგენტინელის დებიუტი “ელ კლასიკოზე” შედგა. ალფრედომ პირველივე თამაშში დუბლი შეასრულა.

დი სტეფანოს ეპოქამ დაჩრდილა ყველა და ყველაფერი. არგენტინელის მოსვლის შემდეგ “სამეფო კლუბმა” 4-ჯერ ზედიზედ მოახერხა “ლა ლიგის” მოგება. თასების თასზე (ეხლანდელი ჩემპიონთა ლიგა) “თეთრებმა” გაიმარჯვეს 5-ჯერ ზედიზედ. დი სტეფანო 5-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი. პელე აღტაცებული იყო ალფრედოთი - “ის ერთნაირად ხმარობდა მარჯვენა და მარცხენა ფეხს. კარგად ურტყამდა თავით. მან მოიგო ყველაფერი და ეს ყველაფერი გააკეთა დიდებულად. ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”.

ლეგენდარული დაპირისპირება

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი

დი სტეფანო და კუბალა ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მთელი თავიანთი კარიერის განმავლობაში. ისინი იყვნენ გულშემატკივრების კუმირები და იდეალები, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ მხოლოდ ფეხბურთზე ორიენტირებულნი. აღსანიშნავია, რომ ლადისპაოს და ალფრედოს ერთმანეთში ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

დიდებული ფეხბურელების მემკვიდრენი

60 წლის შემდეგ. გამოჩნდა ახალი გმირები, რომლებიც წერენ ახალ ისტორიას. შეიცვალა სახელები, ფეხბურთიც კი, მაგრამ ერთი რამ უცვლელია, ამ ფეხბურთელებიდან ერთის ბრწყინვალე თამაში იწვევს მეორეს დამარცხებას. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავისი გუნდის გოლეადორი და უდავო ლიდერი. იგივეს თქმა შეიძლება რონალდოზეც, პორტუგალიელმა რეალში ჩატარებული პირველი შეხვედრიდანვე დაიპყრო მადრიდელთა გულები. კრიშტიანოს დაუჯერებელი და ფანტასტიური შედეგები აქვს “სამეფო კლუბში”. მან 52 შეხვედრაში მოახერხა 50 გოლის გატანა, ასეთი სტატისტიკა მადრიდის “რეალის” ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.


დი სტეფანომ შეცვალა მადრიდის “რეალის” ისტორია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ “ბლანკოსი” მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად აღიარეს. კუბალას დიდებული თამაშით, ბარსელონამ მოახერხა ახალი სტადიონის აშენება. ამ ფეხბურთელების ეპოქა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გამოიწვია ლეგენდარული დაპირისპირება. რონალდო და მესი წერენ თავის ისტორიას. რომლისთვის იქნება ეს ისტორია წარმატებული, ამას დრო გვიჩვენებს. თუ არაფერი შეიცვალა, ჩვენ კიდევ 5-6 წელი შეგვიძლია ვადევნოთ თვალი ამ დუელს. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ კიდევ ბევრი დიდებული დაპირისპირების მომსწრენი ვიქნებით..

  • dato818
  • 19 თებერვალი 2011
  • 2 997
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)