”ცხოვრება გოლისთვის” - ნაწილი 5
რონალდომ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მას თავისუფლად შეუძლია ევროპაში დიდების მოხვეჭა. უკვე დროა, ფენომენმა ახალი და გაცილებით რთული გამოწვევა მიიღოს ფეხბურთისგან. ”პსვ”-ში გატარებული ბოლო თვეები...
ბევრი ფიქრობდა, რომ რონალდო ვერ მოახერხებდა იმ შედეგის ჩვენებას, რასაც იგი ”კრუზეიროში” აჩვენებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ფენომენმა გააუმჯობესა მისი შედეგი და საოცარი მაჩვენებლით დაასრულა მისი ჰოლანდიური კარიერა. ”კიჭამ” ყველა ტურნირზე 56 მატჩში 55 გოლის გატანა მოახერხა. ეს სასწაული, მან მხოლოდ 19 წლის ასაკში შეძლო.
ამის გარდა, მეხუთე ნაწილში, თქვენ იხილავთ, თუ როგორ ღრმად არის დარწმუნებული რონალდო თავის თავში. ჰოლანდიის ჩემპიონატის დაწყების წინ, მან განაცხადა, რომ კლუივერტს მოუგებდა ბომბარდირობისთვის ბრძოლას და გაიტანადა 30 გოლს ”ერე დივიზიონში”. ეს ყველაფერი მან შეასრულა. ის ცხოვრობდა იმისთვის, რომ გაეტანა გოლი. რონალდო გოლის გატანისთვის იყო დაბადებული. მასთან ერთად ”პსვ”-მ მოიგო ჰოლანდიის თასი და ასევე კარგად გამოვიდა უეფას თასზეც. ერთი სიტყვით, რონალდომ შესანიშნავი კვალი დატოვა ”პსვ”-ს ისტორიაში, ისევე როგორც ინდივიდუალური, ასევე საკლუბო შედეგითაც.
- 19 თებერვალი 2011
- 1 914
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.