"სპორტინგი" 2.4 მლნ.დოლარს მიიღებს რონალდოს ტრანსფერისგან
ლისაბონის "სპორტინგი" კრისტიანო რონალდოს ტრანსფერიდან მიიღებს 2.4 მლნ.დოლარს.
მართალია კრისტიანო რონალდო "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შეიძინა,მაგრამ "სპორტინგი" არის რონალდოს მშობლიური კლუბი და კონტრაქტის მიხედვით გადაეცემათ აღნიშნული თანხა.
ნაადრევი ტალანტი
რონალდო იყო 18 წლის,როცა მასზე ნადირობა დაიწყო რამდენიმე გრანდმა.გარი ნევილმა და როი კინმა ალექს ფერგიუსონს ურჩიეს შეეძინა პორგუგალიელი ფეხბურთელი."სპორტინგი" და "მანჩესტერი" ამხანაგურად თამაშობდნენ და სწორედ იმ მატჩში მოიხიბლა სერ ალექსი კრისტიანოს ტალანტით.საბოლოოდ მხარეები 14 მლნ.ევროზე შეთანხმდნენ.
კრისტიანომ ინგლისში გადასვლისთანავე განიცადა პროგრესი.ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცით.გადამწყვეტი გამოდგა 2008 წელი,როცა რონალდომ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, "ოქროს ბუცი", "ოქროს ბურთი" და FIFA World-ის გამოკითხვაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.მადრიდის "რეალი" მთელი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა შეეძინა პორტუგალიელი ვარსკვლავი და როცა კლუბის სათავეში მოვიდა ფლორენტინო პერესი, პირობისამებრ ჩაიყვანა მადრიდში რონალდო 96 მლნ.ევროდ.
"სპორტინგი" მიიღებს 2.4 მლნ.დოლარს
"სპორტინგი" მიიღებს კრისტიანო რონალდოს ტრანსფერის 2.5%–ს ანუ 2.4 მლნ.დოლარს.ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო მხარეებთან.საკმაოდ კარგი თანხაა პორტუგალიური კლუბისთვის,რატა მცირედით შეავსოს ბიუჯეტი.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 8 სექტემბერი 2009
- 2 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.