”ცხოვრება გოლისთვის” - ნაწილი 3
1994 წელს, რონალდო ”პსვ”-ში გადავიდა და დაიწყო მისი მოგზაურობა ევროპაში...
”კრუზეიროში” შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ყველამ შეამჩნია რონალდოს ფენომენალური ნიჭი და თვისებები. 1994 წელს კი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რომარიოს რჩევით, ”პსვ”-ში გადავიდა. იგი ძალიან ნერვიულობდა. ის მთელ დღეებს ტელეფონთან ატარებდა, სანამ მოუვიდოდა შემოთავაზება რომელიმე ევროპული კლუბისგან. მის შესაძლო ტრანსფერს, ის განიხილავდა მის მეგობარ გოგოსთან და მეგობრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ რონალდოს სატრანსფერო თანხა იმ დროისთვის გახლდათ რეკორდული ბრაზილიელ ფეხბურთელებში. მისი ფასი 6 მილიონს შეადგენდა. ამ ტრანსფერით, რონალდომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იგი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ბრაზილიელებში და ეს ყველაფერი მან მხოლოდ 17 წლის ასაკში მოახერხა.
რონალდოს დებიუტი ”პსვ”-ს შემადგენლობაში შედგა ”ჰერენვენის” წინააღმდეგ. მას სჭირდებოდა ევროპასთან ადაპტაცია, რაც მან უმოკლეს ხანში გაიარა. ფენომენმა ძალიან ჩქარა დაიწყო მისი ფენომენალური ნიჭის გამოვლინება ჰოლანდიის ჩემპიონატში. 1994 წლის 13 სექტემბერს, უეფას თასზე, ”პსვ” ეთამაშებოდა ”ბაიერ ლევერკუზენს”. ეს მატჩი განსაკუთრებული იყო ფენომენისთვის. ამ ახალგაზრდა ბიჭმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო შეხვედრა ანგარიშით 5-4.
1995 წლის 26 სექტემბერს კი რონალდო პოკერით შემოიფარგლა. სწორედ მან შეიტანა დიდი წვლილი ”პსვ”-ს ”მუპაზე” გამარჯვებაში, ანგარიშით 7-1. ერთი სივით, რონალდომ მოახერხა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება და იგი ნელ-ნელა ამტკიცებდა, რომ ახლო მომავალში საუკეთესო გახდებოდა.
- 18 თებერვალი 2011
- 2 346
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.