ლასი "ბებერ ქალბატონში?"
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" ლასანას დიარას შეძენა აქვს გადაწყვეტილი და ზაფხულში ტრასნფერის განხორცილებას აპირებს...
იტალიელები ლასით უკვე წელიწადზე მეტია ინტერესდებიან. წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობის დროს, "ბებერი ქალბატონის" მესვეურებმა ფლორენტინო პერესს მიმართეს, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან ფრანგი გუნდს სჭირდებოდა, პრეზიდენტმა კი მწვრთნელს დაუჯერა და ფეხბურთელი გუნდში დატოვა.
ლასანას პოზიციები ადრინდელთან შედარებით აშკრად შესუსტებულია, იგი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ჯდომით კმაყოფილდება, ამიტომ სავარაუდოა, რომ თავად ფეხბურთელიც მოინდომებს "ბლანკოსის" დატოვებას იმ მიზეზით, რომ მას თამაში სურს.
ტურინელები ფრანგის შეძენისთვის ყველაფერს გააკეთებენ, მათ გადაწვეტილი აქვთ, რომ ლასანას სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენეთ, ფრანგი მოთამაშე "პორტსმუტიდან" სამეფო კლუბში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაშინ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი რამონ კალდერონი გახლდათ.
- 18 თებერვალი 2011
- 1 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.