პრესა სისოკოს ტრანსფერზე ალაპარაკდა
"მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი საყრდენი ნახევარმცველის შეძენას გეგმავს...
საუბარია მუჰამედ სისოკოზე. ამ ფეხბურთელით ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ვინაიდან "ბლანკოსში" ისედაც ბევრი საყრდენი იყო, სამეფო კლუბს მომოს შეძენა არ უცდია.
სამი ხედირა სტაბილურია, მაგრამ ჟოზეს იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს. გუნდი დატოვა მაჰამადუ დიარამ, ასევე მიდის საუბრები, რომ ზაფხულში ლასიც წავა, აქედან გამომდინარე, ნახევარმცველების ადგილები "რეალში" ნელ-ნელა თავისუფლდება.
ფასი, რომელსაც მოურინიო სისოკოს სანაცვლოდ იმეტებს, 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ჟოზეს აზრით ხაბი ალონსო და მუჰამედ სისოკო, ლივერპულში თამაშის დროს მძლავრ ტანდემს ქმნიდნენ და მათ შეთამაშება არც სამეფო კლუბში გაუჭირდებათ. ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 18 თებერვალი 2011
- 2 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.