სერ ალექსი მარსელოს შეძენით დაინტერესდა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის, მარსელო ვიეირას შეძენას აპირებს, რადგან თვლის, რომ ბრაზილიელი მოთამაშე ინგლისში კარგად ითამაშებს...
შოტლანდიელი სპეციალისტი საგონებელშია ჩავარდნილი, მას დაცვის მარცხენა ფლანგზე პატრის ევრა ჰყავს გამწესებული, რომელსაც გუნდიდან წასვლა სურს, მისი ალტერნატივა კი მანჩესტერში არ არის. სერ ალექსი მარსელოში სწორედ ფრანგი მცველის შემცვლელს ხედავს და ზაფხულში აქტიურობას აპირებს.
ფერგიუსონი: " მარსელო შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს, იგი "რეალში" ბრწყინვალედ ასპარეზობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიეირა ძალიან ახალგაზრდაა იგი პროფესიონალ ფეხბურთელად ითვლება, მას ბრწყინვალე თვისებები აქვს."
რამდენად შეელევა "ბლანკოსი" ახალგაზრდა მოთამაშეს ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელები ესპანელებს დაუკავშირდებიან და ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
- 18 თებერვალი 2011
- 2 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.