ფონდის პირველი აკადემია საუდის არაბეთში
ფლორენტინო პერესი სპორტულ კომპლექსებს მათ გახსნამდე ორი კვირით ადრე სტუმრობს
მადრიდის "რეალის" ფონდი განაგრძობს გაღვივებას შუა აღმოსავლეთში. პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ოთხშაბათს რიადში გაემგზავრა, რათა მოენახულებინა სოციალურ სპორტული აკადემიის კომპლექსები, რომელიც 300 ბავშვს მოემსახურება. კომპლექსების შენება 7 თებერვალს დაიწყო და მალე დასრულდება. მადრიდის "რეალის" პრემიერმა უყურა თუ როგორ თამაშობდა ფეხბურთს 50 ბავშვი და იგრძნო ქვეყანაში ხალხის ერთგულება გუნდისადმი.
სურათი, თუ როგორ ატარებს ექვსი წლის ბავშვი მადრიდის "რეალის" ფლორენტინო პერესის მაიკას, ყველაფერს ამბობს. რიადის აკადემია ოფიციალურად თვის ბოლო გაიხსნება და პირველი იქნება იმ ცამეტთაგან რომელიც მთელს საუდის არაბეთში გაიხსნება.
ბავშვები ბატონ პერესს სიყვარულით შეხვდნენ. ის ელაპარაკა მათ, ჰკითხა თუ რომელია მათი ფავორიტი ფეხბურთელი და უსურვა, რომ სპორტით და მისი ფასეულობებით ესიამოვნათ. მან ასევე გადასცა მათ მადრიდის "რეალის" მოთამაშეების ავტოგრაფირებული ფოტოები.
პრეზიდენტს ძალიან გაუხარდა, რომ ასე თბილად მიიღეს ის რიადში. მან დაინახა საუდის არაბეთის სიყვარული და ვნება მადრიდის "რეალისადმი"; იგივე სიყვარული და ვნება რასაც კლუბი განიცდის აკადემიების შენებაში.
წყარო: realmadrid.com
- 17 თებერვალი 2011
- 1 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.