რაფაელ ვან დერ ვაარტმა მადრიდზე ისაუბრა
”ტოტენჰემის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.
როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიელმა ”ბლანკოსი” შარშან ზაფხულში დატოვა. რაფაელმა გეზი ინგლისისკენ აიღო, კერძოდ კი ”ტოტენჰემში” გადავიდა. რაფაელმა ამ სეზონში ”ტოტენჰემის” მაისურით 13 გოლი გაიტანა.
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ინტერვიუში რაფას უთხრა : ” გაგიჭირდათ მადრიდიდან წასვლა?
”მადრიდი ფანტასტიური ადგილია, ხოლო მადრიდის ”რეალი” საუკეთესო კლუბი მთელ დედამიწაზე. სამეფო კლუბმა მომცა ფული და შანსი თამაშისა. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ”ბლანკოსის”.
მსოფილო ჩემპიონატის ფინალისტმა ინტერვიუს ბოლოს ინგლისის პრემიერ-ლიგაზეც ისაუბრა.
” ინგლისი და ლონდონი გასაოცარია. ინგლისის პრემიერ-ლიგა არ ჰგავს ლა ლიგას. ინგლისის ჩემპიონატში რთულია თამაშების მოგება და წინ წასვლა, ხოლო ლა ლიგაში მხოლოდ მადრიდის ”რეალი” და ”ბარსელონა” დომინირებს.”
ინფორმაციის წყარო : Goal.Com
- 17 თებერვალი 2011
- 2 941
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.