იმ შემთხვევაში, თუკი არ გინახავთ..
მადრიდის "რეალი" "ესპანიოლის" წინააღმდეგ..
"ესპანიოლთან" მატჩში "სამეფო კლუბმა" თითქმის მთელი თამაში 10 ფეხბურთელით ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად, “ბლანკოსმა” შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ექსპერტების შეფასებით, ჩატარებულ მატჩში 10 ქულა დაიმსახურა. ამ შეხვედრაში განსაკუთრებით აღსანიშნავია, კრიშტიანო რონალდოს, მარსელოს და პეპეს თამაში… და რაც მთავარია, ამ გამარჯვებით “თეთრენმა ქულათა სხვაობა "ბარსელონასთან" 5 ქულამდე შეამცირეს..
ერთი. მე უბრალოდ მომწონს ეს სურათი, რადგან ამ ფეხბურთელმა ფანტასტიური შეხვედრა ჩაატარა.
ორი. სანამ თამაშის განხილვას დავიწყებთ, მინდა ჩემი ყურადღება დავიდ ბარალზე გადავიტანო, არა მხოლოდ იმ სურათისთვის, რომელიც მან ბასეინში გადაიღო, არამედ იმიტომ, რომ მან გოლი გაუტანა ბარსელონას, რომლის მეშვეობითაც, კატალონიელებს 2 ქულა დააკარგვინა.სასიხარულოა, რომ ბარალი მადრიდის “რეალის” აღზრდილია. 2002 წლიდან ის 4 წლის განმავლობაში კასტილიაში თამაშობდა,
სამი. მატჩის დაწყებამდე სამი საინტერესო ეპიზოდი მოხდა
სერხიო რამოსი მოედანზე შორტებით გამოვიდა და სათადარიგოთა სკამზე გამოიცვალა.საინტერესოა რატომ
სერხიო რამოსი მოედანზე შორტებით გამოვიდა და სათადარიგოთა სკამზე გამოიცვალა.საინტერესოა რატომ
მაისური ისეთი მოუხერხებელი იყო, რომ რონალდო მას თამაშის დაწყებამდე ისწორებდა.
სილვინიო ლურო შეცდომით, “სამეფო კლუბის” სათადარიგოსკენ გაემართა.
ოთხი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მატჩში მოხდა, იკერ კასილასის გაძევება იყო.
კასილასს არ სჯეროდა, რომ მას წითელი ბარათი უჩვენეს, ამ დროს ადანს უბრძანეს, რომ მოედანზე გასულიყო.
დი მარია განაწყენებული სახით გავიდა მოედნიდან, ამ დროს ხაბი ალონსომ ჟოზესგან მითითებები მიიღო..
ხუთი. იკერმა მოედნის დატოვების დროს, კაპიტნის სამკლავური ჩენდოს გადასცა, რომელმაც მატჩის მეორე ნახევრამდე ვერ მოახერხა, ამ სამკლავურის მარსელოზე გადაცემა. ეს გაძევება კასილასისთვის მესამე იყო კარიერაში.
ექვსი. კასილასმა მალე გამოიცვალა და მატჩის მსვლელობას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. მის გვერდით აგრეთვე, გაგო, დუდეკი და გარაი ისხდნენ.
შვიდი. აგრეთვე აღსანიშნავია, ანტონიო ადანის დებიუტი. მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდგომ თანაგუნდელებისგან ქება დაიმსახურა.
ამ ეპიზოდში ადანი ძაღლს გავს, რომელსაც ეფერებიან.
რვა. რა თქმა უნდა აღსანშნავია, მარსელოს დიდებული თამაში. ბრაზილიელი ამ შეხვედრაში იყო გუნდის გოლეადორი, კაპიტანი და შემდგომ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ძალიან მომწონს მოუს სიცილი.
ცხრა. “ესპანიოლის” რიგებში მონაწილეობდა მადრიდის “რეალის” აღზრდილი - ხოსე კალიეხონი, რომელმაც შესანიშვავი შეხვედრა ჩაატარა.
ათი. კარანკა დაელოდა ადანს და მარსელოს, რათა მათთვის მიელოცა ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრა.
თერთეტი. ცვლილებები. პირველი ცვლილება, როგორც უკვე ავღნიშნე ანტონიო ადანის შემოსვლა იყო.
მეორე ნახევარში, დიარამ ოზილი შეცვალა
მეორე ნახევარში, დიარამ ოზილი შეცვალა
შეხვედრის მიწურულს მოედანზე რამოსი გამოჩნდა, რომელმაც ადებაიორი შეცვალა.
თორმეტი. სათადარიგოთა სკამი.
ცამეტი. შეხვედრის შემდეგ, ადანმა განაცხადა, რომ მოურინიომ მას რჩევა-დარიგებები მისცა და წარმატებები უსურვა.
კასილასი ადანზე: მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ანტონიო ძალიან ბევრს მიაღწევს.
კასილასი ადანზე: მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ანტონიო ძალიან ბევრს მიაღწევს.
თოთხმეტი. საცოდავი პეპე.
თხუთმეტი. ესპანიოლის გულშემატკივრები ყოველ თამაშში 21-ე წუთზე თავის გარდაცვლილ კაპიტანს დანი ხარკეს აგებენ პატივს.
თექვსმეტი. ამ თამაშში, მესუთ ოზილი განსაკუთრებულად გარუჯული იყო.
ჩვიდმეტი. მატჩის შემდგომ ფეხბურთელები ყველაზე მეტად ადანს ეხუტებოდნენ.
თვრამეტი. ალონსოს პოზები.
ცხრამეტი. მოუს კუთხე
ოცი. სასიხარულოა, რომ კასტილიამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდგომ მოურინიო ძალიან გახარებული იყო. მან საქებარი სივები არ დაიშურა თავისი ფეხბურთელების მიმართ და აგრეთვე განაცხადა, რომ ბარსელონასთან ქულათა სხვაობა ჯერ კიდევ საკმაოა,
და ბოლოს, მსოფლიოს ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა და “სამეფო კლუბის” ლეგენდამ - ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ კარიერა დაასრულა.
ეჰ რა დრო იყო
- 17 თებერვალი 2011
- 2 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.