მადრიდის "რეალის" ფონდმა საუდის არაბეთში აკადემია გახსნა
დღეს საუდის არაბეთში ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალის" აკადემია გახსნა...
ფლორენტინო პერესმა დღეს საუდის არაბეთში საფეხბურთო აკადემია გახსნა,რომელიც მადრიდის "რეალის" სახელს ატარებს. აკადემია 400 ბავშვს შეასწავლის საფეხბურთო ანბანს. გარდა ფეხბურთისა აქ იქნება საკალათბურთო წრეც.
ფლორენტინო პერესი:
"ჩვენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ,რადგან აქ გაიხსნა მადრიდის "რეალის" აკადემია,კლუბისა რომელიც უნივერსალური და უნიკალურია.ერთგულება, პატივისცემა, გუნდური ძალისხმევა, შრომა და გვერდში დგომა - ჩვენ სწორედ ამ პრინციპებზე ვართ დაყრდნობილი. ეს აკადემია ჩვენ სიმაყაით გვავსებს.რა არის მნიშვნელოვანი თუ არა,რომ ბავშვები გაიზარდონ და მათ ისწავლონ საუკეთესო პირობებეში. ჩვენ ასეთ პროექტებს კიდევ ვაწარმოებთ."
ფლორენტინო პერესი აკადემიაში ჩარიცხულ ბავშვებს შეხვდა და მათ სხვადასხვა საჩუქრები გადასცა და მათთან ერთად სურათებიც გადაიღო.
აკადემიის გახსნის შემდეგ გაიხსნა კონგრესი სახელწოდებით "ისინი თამაშჵბენ,ჩვენ ვასწავლით",რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მსაჯმა იორდანიიდან,საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.ეს არის პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს კვალიფიციური მსაჯების ჩამოყალიბებას აზიურ ქვეყნებში.
ინფრომაციის წყარო: realmadrid.com
- 16 თებერვალი 2011
- 1 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.