კლუბმა პელეგრინის გარეშე ივარჯიშა
დღეს მადრიდის რეალის რამოდენიმე ფეხბურთელმა (რომლებიც ნაკრებს მიღმა დარჩა) თავისი დამრიგებლის, მანუელ პელეგრინი გარეშე ივარჯიშა.
პელეგრინი დილით გაემგზავრა შვეიცარიაში,ქალაქ ნიონში უეფას მიერ მოწყობილ მეთერთმეტე სპორტულ ფორუმზე. რაულმა,იგუაინმა,გარაიმ,მარსელომ და გრანერომ ვარჯიში ბურთთან ერთად დაიწყეს, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა,შემდეგ მათ ირბინეს. აქეთ იერჟი დუდეკს და ანტონიო გარიდოს გოლკიპერების მწვრთნელი ავარჯიშებდა (ხავიერ მანჩისიდორი). რამდენიმე ფეხბურთელმა ფიზიკური შეუძლებლობის გამო დარბაზში ივარჯიშა, ესენი იყვნენ: რუუდ ვან ნისტელროი, სერხიო რამოსი, როისტონ დრენტე, კრისტოფ მეტცელდერი და გუტი.
- 7 სექტემბერი 2009
- 3 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.