"მიხარია გუნდის დახმარება"
მორატა: "მადრიდის "რეალი" სხვებზე ერთი დონით მაღლა დგას"
მადრიდის "რეალის კასტილიას" საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც უქმეებზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ორშაბათს Realmadrid TV-ს ახალი ამბების სტუმარი გახლდათ.
"ერთი გოლი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგვეტანა. ჩვენი "ვინგერები" შესანიშნავად ასრულებენ ჯარიმებს. მე დაცვის უკან ვიდექი როდესაც მათ პასი მომცეს. ცრუ მოძრაობა გავაკეთე, რადგან ბურთი ოდნავ ჩემს უკან იყო და ამის შემდეგ დავარი კარში. მეორე გოლი პაბლო სარაბიას წყალობით გავიტანე. მან ბურთისთვის იბრძოლა და დამინახა. მეკარემ მოძრაობა საპირისპირო მხარეს გააკეთა და მეც თავისუფალი ადგილი დავინახე. მესამე გოლი კი კარვახალის დამსახურებაა. მისი შესანიშნავი პასის მერე გავიტანე გოლი. მთავარია გავიმარჯვეთ. მოხარული ვარ, რომ გუნდს გატანილი გოლებით დავეხმარე."
"მწვრთნელი გვენდობა ჩვენ. მან იცის როგორც გაგვწრვთნას, რადგან ისიც იყო ახალგაზრდა გუნდელი. ის ცდილობს გვასწავლოს რაც თვითონ ისწავლა. მას ახლო ურთიერთობა აქვს ჩვენთან. ის მოითხოვს ინტენსიურობას ვარჯიშებსა და მატჩებში."
"კმაყოფილი ვარ აკადემიის განვითარებითა და გუნდების თამაშის სტილით, განსაკუთრებით "კასტილიათი" და მადრიდის "რეალის C-თი". "ფლეიოფის" მისაღწევად ორივე გუნდი ბევრს ვაკეთებთ."
"გუნდი სხვებზე ერთი დონით მაღლა დგას. დიდი სურვილებით მოვედი აქ. დიდებული თანაგუნდელებით ვარ გარსშემორმული და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით."
"ვარჯიშებზე ყველაფრის სწავლას ვცდილობ. წინა-სეზონის ლოს ანჯელესში გატარება დაუვიწყარი იყო. პირველ გუნდთან ერთად თამაში დიდი სტიმულია "კასტილიას" ფეხბურთელებისთვის. პირველი გუნდი შეუდარებელია"
წყარო: realmadrid.com
- 14 თებერვალი 2011
- 2 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.