ოცნების ასრულება სავსებით რეალურია
როგორც მოგეხსენებათ, ”ესპანიოლთან” მატჩის დებიუტში, მოედნიდან გაძევებული იქნა იკერ კასილასი. ამ ინციდენტის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ბევრი არ უფიქრია და მან სათადარიგოთა სკამზე მჯდომ მეოცნებე ბიჭს, ადანს დაუძახა, რომელიც ნამდვილად არ ელოდა ამ შანსს. მან მისი მოვალეობა იდეალურად შეასრულა და მოურინიოს პატივიც დაიმსახურა. ჟოზეს თქმით, ადანი პროფესიონალ და გამოცდილ გოლკიპერს ჰგავდა...
ადანის მადრიდული კარიერა იწყება 1997 წლიდან. ის მაშინ მადრიდელთა ბავშვთა გუნდში ჩაირიცხა, ხოლო 2005/2006 წლებში კი მან ”რეალ მადრიდ ც”-ში ამოყო თავი. ხოლო რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, იგი იყო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი. ესპანეთი, ადანის კაპიტნობის დროს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ანტონიო ძირითად გუნდს 2009 წელს შეუერთდა, თუმცა მისი დებიუტი 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე შედგა. ”ოსერთან” მატჩი, მადრიდის ”რეალისთვის” ნაკლებად პრიორიტეტული იყო და სწორედ ამ თამაშში მიეცა ადანს თავის გამოჩენის საშუალება. მან ტრავმირებული იეჟი დუდეკი შეცვალა. მატჩის შემდეგ კი ადანმა განაცხადა: ”ამ მომენტს 14 წელი ველოდი და უბედნიერესი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა”.
ადანს არ დაავიწყდება გუნდში დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე მას არ დაავიწყდება კვირა დღე, 13 თებერვალი. სწორედ ამ დღეს, შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში, ”ესპანიოლის” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში, ადანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და განაცხადა: ”მე მზად ვიყავი ამისთვის და მადლობელი ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა”.
ადანს ჰქონია ძალიან კარგი პერიოდები, მაგრამ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ცუდი დროება არ ჰქონია. სწორედ მათ რიცხვშია მადრიდელთა ნიჭიერი გოლკიპერი. 2008/2009 წლების სეზონში, ანტონიომ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და თითქმის მთელი წელი გაუცდა. ამ თემაზე კი ის ამბობს: ”ამ უმძიმესმა ტრავმამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა მომავლისთვის”.
მოგონებები აკადემიიდან:
მადრიდის ”რეალის” აკადემიას ადანის გულში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ანტონიოს ძალიან უყვარს ახალგაზრდა ბავშვები, სწორედ ამიტომ მისი ინიციატივით მოეწყო ტურნირი 10- წლამდე ბავშვებს შორის: ”ძალიან მინდოდა ოდესმე ასეთი ტურნირის ინიციატორი ვყოფილიყავი და ეს ოცნება ამიხდა. ძალიან მომწონს ასეთი პროექტების გაკეთება. ისიც ძალიან მახარებს, რომ მსგავსი ტურნირების ჩატარებაში გრანერო და კანალესი მეხმარებიან.
ადანის შთამომავალი:
როგორც ვიცით, ანტონიო ადანს ჰყავს ძმა, ალფონსო ადანი, რომელიც ასევე ირიცხება მადრიდის ”რეალის” 14-წლამდელთა გუნდში. მწვრთნელების თქმით, მასაც საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვს.
წყარო:realmadrid.com
- 14 თებერვალი 2011
- 2 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.