წარსულიდან გამომდინარე

მიმდინარე წელს რეალ მადრიდ კასტილია შესანიშნავად გამოიყურება, რაც მეტწილად ორი ამომავალი ვარსკვლავის მორატას და სარაბიას "ბრალია".

ამ ორი კანტერანოს ნიჭზე ლაპარაკი ზედმეტია, ისინი მადრიდის რეალის მეორე გუნდის ნამდვილი ლიდერები არიან და გუნდის მესამე ადგილიც სწორედ მათი დამსახურებაა. ექსპერტები საუბრობენ, რომ ამ ფეხბურთელების სახით ბლანკოსს ნამდვილი მარგალიტები ჰყავთ, მაგრამ საკითხავია გამოიყენებს კი მადრიდის რეალი ამ ფეხბურთელებს?

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ხუან მატა და ალვარო ნეგრედო მადრიდის რეალის აღზრდილები არიან, მათ თავისი ეპოქა შექმნეს კასტილიაში და მათზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, როდესაც მორატას და სარაბიას ვუყურებ 2007 წელი მახსენდება, როდესაც სწორედ ასეთი დუეტი იყო შექმნილი რეალში ნეგრედოსა და მატას სახით. ისინი ბრწყინავდნენ თეთრი მაისურით და ამ ორ ფეხბურთელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეველებდნენ რეალის შემადგენლობაში. ყველაფერი ცივი გონებით რომ გავაანალიზოთ, რატომ ვერ უნდა შეძლოს ხუანმა ან ალვარომ სამეფო კლუბში ადგილის მოპოვება? განსაკუთრებით ნეგრედომ, როდესაც სამეფო კლუბს კარგი თავდამსხმელი სჭირდება, ნეგრედოს კი ყველა ის თვისება აქვს, რომელიც ტოპ-კლასის ფორვარდს სჭირდება. ხოლო რაც შეეხება მატას, იგი ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერია, რაც მის საგოლე გადაცემებსა და გოლებში გამოიხატება. შესაძლოა იგივე დი მარია ან ოზილი ოდნავ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან ვიდრე მატა, მაგრამ ამ ფეხბურთელებში რეალს ძალიან დიდი თანხა აქვს გადახდილი, როდესაც შეეძლო დაახლოებით იგივე კლასის ფეხბურთელი სრულიად უფასოდ გამოეზარდა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ახლა ეს ფეხბურთელები სხვა კლუბებში ბრწყინავენ.

4 წლის შემდეგ იგივე მდგომარეობაა, მადრიდის რეალს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ფორვარდი, რომელიც მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს და ჰყავს უბადლო ტექნიკის მქონდე გარემარბი, რომელიც ყოველ თამაშით იგებს ბლანკოსის გულშემატკივართა გულს. ამ ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდება, მოგეხსენებათ მორატას შეძენით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული. ხოლო სარაბიას გადაბირებას ზაფხულში არსენ ვენგერი აპირებდა, როგორც ჩანს პრემიერ ლიგის გუნდებს სერიოზულად აქვთ განზრახული ამ ფეხბურთელების შეძენა და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თეთრები კასტილიელებს არ ენდობიან არ არის გამორიცხული ამ ფეხბურთელებმა ზაფხულში გუნდი შიცვალონ.

თუ ასე მოხდება და ისინი რეალის რიგებს დატოვებენ გარდა იმისა, რომ ბლანკოსი პერსპექტიულ ფეხბურთელებს დაკარგავს, გაქრება იმის შანსი, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა გვერდი-გვერდ ითამაშონ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უკვე წლებია ერთად თამაშობენ და კარგად ესმით ერთმანეთის და მათი დუეტი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე გუნდში ცალ-ცალკე ყოლა.

წარსული გვაჩვენებს, რომ მადრიდის რეალმა უკვე გაუშვა ასეთი კარგი ტანდემი და ისინი ახლა სხვა გუნდის გერბს კოცნიან. იმედი მაქვს თეთრები შეცდომებზე ისწავლიან და აღარ "გაანიავებენ" ტალანტებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძირითად გუნდში რეალის მხოლოდ 4 აღზრდილი ირიცხება, აქედან ძირითადის წევრი მხოლოდ იკერ კასილასია...

  • SunSay
  • 14 თებერვალი 2011
  • 2 137
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)