"ლა ლიგა" - ორგუნდა ჩემპიონატი?!
როგორ ფიქრობთ "ლა ლიგა" ორგუნდა ჩემპიონატია? თქვენი მოსაზრება გთხოვთ,რომ კომენტარებში დააფიქსიროთ მხოლoდ სტატიის წაკითხვის შემდეგ...
უკანასკნელ კვირაში Deloitte-მა გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარ კლუბთა სია. პირველ-მეორე ადგილს შესაბამისად ესპანური გრანდები იკავებენ - "რეალი" და "ბარსელონა". საუკეთესო ოცეულში კიდევ ერთი ესპანური კლუბიც მოხვდა - მადრიდის "ატლეტიკო". დანარჩენ ადგილებს 7 ინგლისური, 4 გერმანული, 4 იტალიური და 2 ფრანგული კლუბი იკავებს.
2009-2010 წლების სეზონის მიხედვით სამი ესპანური გუნდის მოგებამ ერთად დაახლოებით 837 მილიონი შეადგინა.ამაში სამივე კლუბს სხვადასხვა წვლილი მიუძღვის:
"რეალი" - მიუხედავად იმისა,რომ სამეფო კლუბს არანაირი ტიტული არ მოუგია,ამ მოგებიდან დაახლოებით ნახევარი მაინც მასზე მოდის. ამისთვის კი რამოდენიმე მიზეზი არსებობს. კლუბს შეემატნენ კრიშტიანო რონალდო და კაკა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ ორი ფეხბურთელის გადმოსვლა ძალზედ სარფიანი გამოდგა. მეორე და მთავარი მიზეზი ის არის,რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია. დონ ფლორე უაღრესად ჭკვიანია ბიზნსემენია.მან იცის როგორ წარმართოს კლუბის საქმე. მის მიერ წარმოებული პროექტების ხარჯზე "რეალმა" უდიდესი მოგება ნახა ხსენებულ სეზონში. ამას ასევე დავუმატოთ სპონსორთა მიერ გაღებული თანხაც.
"ბარსელონა" - მეორე ადგილს კატალონიური კლუბი იკავებს. ეს იმითაა გამოწვეული,რომ "ბლაუგრანამ" 2009-2010 სეზონში "ლა ლიგის" მოგება შეძლო. როგორც ყველა ჩემპიონატი,"პრიმერაც" ძალზედ სარფიანია. ამას კიდევ ემატება რეკლამებიდან შემოსული თანხა და ასევე პროექტებიც. აღსანიშნავია,რომ "ბარსელონას" სპონსორი არ ჰყავს,(მაგ: როგორც "რეალს" ჰყავს bwin) თორემ ვინ იცის შესაძლოა პირველი ადგილი სწორედ კატალონიურ გრანდს დაეკავებინა.
"ატლეტიკო" - მადრიდული კლუბი ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა,ხოლო ესპანეთში მესამეა. ეს იმით არის გამოწვეული,რომ "ატლეტიკომ" ევროპის ლიგა მოიგო. რა თქმა უნდა ეს ძალზედ სარფიანია გამოდგა კლუბისთვის. ამას ისიც დავუმატოთ,რომ დედაქალაქელებმა უეფას სუპერთასიც მოიგეს "ინტერთან" ორთაბრძოლაში. ასევე გარკვეული წვლილი კლუბის მოგებაში სპონსორებმაც შეიტანეს.
რა თქმა უნდა Deloitte-მა სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო მოაქცია სიის სათავეში "რეალი" და "ბარსელონა",მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია,რომ მათ მხედველობაში კლუბების ბიuჯეტიც მიიღეს. ყოველივე ამის შეჯამებით კი დადგინდა,რომ უკვე ზედიზედ მეექვსე წელია მადრიდის "რეალი" უმდიდრესი კლუბია მსოფლიოში.
ალბათ იმას დავა არ უნდა,რომ "ლა ლიგაში" ორი კლუბია გამოკვეთილი,ხოლო დანარჩენი 18 პრაქტიკულად მეორეხარისხოვანია. ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს: მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელი სწორედ ამ ორ კლუბს უდგას სათავეში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები "რეალსა" და "ბარსაშია" გადანაწილებული და რა თქმა უნდა ორივე კლუბი უმდიდრესია მსოფლიოში.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სხვა კლუბებიც.... "სევილია" ესპანეთში ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა ამ ბოლო პერიოდში,რომელიც ვარსკვლავებს ზრდის,რომლებიც შემდეგ ნაწილდებიან "რეალსა" და "ბარსელონაში". მაგალითად: დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ადრიანო, ჟულიო ბაფტიშტა და ა.შ.
როგორც "სევილია" ასევე სხვა კლუბებიც ზრდიან ფეხბურთელებს და შემდეგ "რეალსა" და "ბარსაში" უშვებენ. "ვალენსიამ" დაკარგა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი - დავიდ ვილა. ასეთივე ბედი უწერიათ "ვილეარეალის" ჟუზეპე როსის, "ატლეტიკოს" კუნ აგუეროს და "ატლეტიკის" ფერნანდო ლორიენტეს. ესენი სამივენი გამოირჩევიან "ლა ლიგაში" თავიანთი კარგი თამაშით და შესაბამისად კატალონიური და მადრიდული გრანდბიდან მათ მიმართ ინტერესით არიან გამორჩეულნი. სავარაუდოდ ამ სამეულიდან აღარცერთი დარჩება თავიანთ კლუბებში უახლოეს მომავალში.
რა თქმა უნდა "რეალი" და "ბარსელონა" ესპანეთის ფეხბურთს სათავეში ადრეც იდგა,მაგრამ ფინანსურმა აღმასვლამ ახლა უფრო განუმტკიცა ეს ლიდერობა. "ბარსელონას" მხრივ ეს პეპ გვარდიოლას დამსხაურებაა,რომელიც გუნდს ყველაფერს აგებინებს რისი მოგებაც შეუძლია,ხოლო "რეალის" შემთხვევაში ფლორენტინო პერესი თავისი ბიზნესმენური გამჭრიახობით ახერხებს ლიდერობის შენარჩუნებას. ეს ორი გუნდი წინ დამხვედრთ ერთი-მეორის მიყოლებით ანადგურებს,მაგრამ არის გამონაკლისები "ერკულესების", "ალმერიების" , "სპორტინგების" , "ლევანტეების" და სხვათა სახით,მაგრამ ეს მაინც "რეალი" და "ბარსელონაა" და პირველობას ასეთი ფეხის წამოკვრაც არ აკარგვინებს.
მოდი გადავხედოთ ესპანური ე.წ. "მეორეხარისხოვანი" გუნდების წარმატებებს გასულ წლებში.. "ვილეარეალი" მხოლოდ ბოლო ათწლეულში გამოჩნდა,როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. 2007-2008 წლებში "ყვითლებმა" "ლა ლიგაში" მეორე ადგილი დაიკავეს. დანარჩენ წლებში კი ყველაზე უარესი შედეგი მეშვიდე ადგილი იყო. "სევილიამ" უეფას თასი ორჯერ მოიგო,ასევე ძალიან ახლოს იყვნენ "ლა ლიგის" მოგებასთანაც რამოდენჯერმე. "ვალენსია" კი ამ მხრივ გამორჩეულია. მათ უკნასკნელ ათწლეულში ორჯერ მოიგეს "ლა ლიგა", იყვნენ ჩემპიონთალიგის ფინალშიც,მოიგეს უეფას თასიც. ასევე აღსანიშნავია ბასკური "ატლეტიკის" დამაჯერებელი ასპარეზობაც. ისინი როგორც წესი ცხრილის ზემოთა ნაწილში არიან და "რეალსაც" და "ბარსელონასაც" ძალიან უჭირთ ბილბაოელებთან თამაში. რა თქმა უნდა ბასკთა ეს წარმატებული გამოსვლა ძირითადად იმით არის განპირობებული,რომ ამ კლუბში თამაში მხოლოდ ბასკური ფესვების მქონე ფეხბურთელებს შეუძლიათ.
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ "ლა ლიგა" არ არის ორგუნდა ჩემპიონატი,მაგრამ ისიც აღსანიშნავია,რომ ბოლო წლებში "მეფობა" ესპანეთში "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გადი-გადმოდის. აი მაგალითად როგორც არის შოტლანდიაში - "რეინჯერსი" და "სელტიკი".
მოდი გადავხედოთ "პრემიერ ლიგას" და "სერია ა-ს" და ვნახოთ თუ რატომ არ არის ამ ქვეყანათა ჩემპიონატები ორგუნდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში იტალიაშიც და ინგლისშიც ორი გუნდი იგებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. ნისლიან ალბიონზე ამას "ჩელსი" და "მანჩესტერი" ახერხებს,ხოლო იტალიაში "ინტერი" და "მილანი". ხომ შეიძლება ვუწოდოთ ამ ჩემპიონატებს ორგუნდა? მაგრამ არა,რადგან აქ ყოველთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს არა ორ გუნდს,არამედ 5-6 გუნდს შორის.
დავიწყოთ ინგლისით. როგორც იცით აქ შესანიშნავი ოთხეული იყო,არის და იქნება.("მანჩესტერი", "ჩელსი", "ლივერპული", "არსენალი"). მაგრამ რამდენად არის და იქნება ეს საკითხავია?! უკანასკნელ წლებში ინგლისში გამოჩნდნენ კლუბები,რომელთაც შესწევთ ძალა,რომ აღნიშნული ოთხეული დაშალონ. ესენია: "სიტი", "ტოტენჰემი" , "ასტონ ვილა" და სხვები. ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ,რომ "ტოტენჰემმა" შარშანდელ სეზონში ოთხეულში შესვლაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა, მერვედფინალშიც გავიდა და ყველას თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. "სიტი" კი სავარუდოდ იგივეს წლევანდელ სეზონში მოახერხებს. რაც შეეხება "ასტონ ვილას" - ეს ძალზედ ანგარიშგასაწევი კლუბია,რომელიც ყველაზე მდიდარ კლუბთა ოცეულშიც მოხვდა.
გადავიდეთ იტალიაზე. მიუხედავად იმისა,რომ უკნასკნელ წლებში მხოლოდ "ინტერი" და "მილანი" ეუფლება "სკუდეტოს", აქ მაინც ჟანსაღი კონკურენციაა. ყველაზე ნათლივ ეს წელს გამოჩნდა. ყველასთვის მოულოდნელად "ნაპოლი" მეორე ადგილს იკავებს და არა შემთხვევით,არამედ დამსახურებულად. ორივე დედაქალაქური კლუბი - "რომაც" და"ლაციოც" ასევე ჩაბმულნი არიან მეტნაკლებად საჩემპიონო ორთაბრძოლაში. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბებრი ქალბატონი" ახლა კრიზისს განიცდის,მაგრამ მას შემდეგ,რაც ისინი "სერია ა-ს" დაუბრუნდნენ,მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან. ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ "პალერმო", რომელმაც წლევანდელ სეზონში თავი კარგი თამაშით დაგვამახსოვრა.
განა ნაკლები გუნდები ასპარეზობენ "ლა ლიგაში",მაგრამ ისინი იჩრდიელებიან "რეალისა" და"ბარსელონას" კარგი თამაშის წყალობით. მოდი შევადაროთ ინგლისისა და იტალიის გუნდებს. რით არიან ნაკლებნი? "ვალენსია", "ატლეტიკო" და "ვილეარეალი" როგორც წესი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დროს სტაბილურობით გამოირჩევიან. საკმაოდ ანგარიშგასაწევები არიან და ხშირად ევროპულ გრანდებსაც ამარცხებენ. მაგალითად წელს "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია და საკმაოდ დიდი შანსი არსებობს,რომ უფრო წინ წავიდნენ, "ატელტიკომ" ევროპის ლიგა მოიგო, "ვილეარეალს" მართალია რამე წარმატებისთვის არ მიუღწევია,მაგრამ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იყვნენ და რომ არა უკანასკნელ წუთებზე "არსენალთან" ვერგამოყენებული პენალტი შესაძლოა კიდეც მოეგოთ ეს გათამაშება. არ შეიძლება ყურადრების მიღმა დავტოვოთ "სევილიაც",რომელმაც უეფას თასიც კი მოიგეს.ამას ისიც დავუმატოთ,რომ სწორედ ამ გუნდებთან კარგავს "რეალი" და "ბარსელონა" მნიშვნელოვან ქულებს.
და ბოლოს... შეიძლება ვივარაუდოთ,რომ "ლა ლიგა" არ არის ორგუნდა ჩემპიონატი,რადგან აქ ასპარეზობენ ისეთი გუნდები,რომლებსაც აშკარად შესწევთ ძალა,რომ "რეალსა" და "ბარსელონას" წინააღმდეგობა გაუწიონ. მაგრამ ყველა იმიტომ ფიქრობს,რომ "პრიმერა" მოხლოდ ორი გუნდის ასპარეზობის ჩემიონატია,რომ ისინი დაბრმავებულნი არიან "რეალისა"და "ბარსელონას" კარგი თამაშითა და ურთიერთდაპირისპირებით.
სტატიის ავტორი: WIShMASTER
- 13 თებერვალი 2011
- 2 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.