საკალათბურთო "ელ კლასიკო" სამეფო თასის ფინალში.
დღეს საღამოს, თბილისის დროით საღამოს 21:00 საათზე, ვალენსიაში ჩატარდება სამეფო თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დაუძინებელი მტრები–"მადრიდის რეალი" და "ბარსელონა". ფეხბურთისა და კალათბურთის ისტორიაში პირველად, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო სამეფო თასის ფინალზე ერთი და იგივე კლუბები იასპარეზებენ. ამასთანავე ერთსა და იმავე ქალაქში–ვალენსია. სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვეა (სამეფო თასის ფინალი ფეხბურთში 20 აპრილს იმართება "მესტალიაზე").
საკალათბურთო სამეფო თასის გათამაშება საფეხბურთოსდგან განსხვავებით სხვა სქემით იმართება. აქ არ არის საშინაო და გასვლითი შეხვედრები, ტურნირი რამოდენიმე თვეზე არაა გაწელილი. მთლიანი გათამაშება მხოლოდ სამი დღე გრძელდება. 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი და ფინალი. თითოეულ სტადიაზე ერთი შეხვედრა იმართება, ერთ ქალაქში და ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით.
ხუთშაბათს 10 თებერვალს 1/4 ფინალში "თეთრებმა" "გრან კანარია 2014" დაამარცხეს ანგარიშით 78:72. შაბათს ნახევარფინალში "პუერ ელეკტრონიკს ვალენსია"–ზე ძლიერები აღმოჩნდნენ. ამ შეხვედრაში "თეთრებმა" სიმტკიცე გამოიჩინეს, ისინი პირველი ნახევრის შემდეგ მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩებოდნენ, საბოლოო ანგარიში კი 69:59 ეტორე მესინას შეგირდების სასარგებლოდ.
აი , ეხლა კი უკვე ფინალის დროა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების მანძილზე "ბლანკოსების" საკალათბურთო კლუბის სტატისტიკური მაჩვენებელი "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ფეხბურთის გუნდზე უკეთესი დიდად არაა. მესინას ხელმძღვანელობით კლუბმა 10-და მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმარჯვა. სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაიმართა "მადრიდის რეალმა" სამარცხვინო ანგარიშით 89:55 წააგო. 34 ქულიანი უპირატესობა კალათბურთში ძალიან ცუდია.
თავიდანვე თავების დახრა არაფერი მოგვიტანს, ეტორე მესინა იმითაა ცნობილი, რომ შეუძლია გადამწყვეტი შეხვედრის წინ საკუთარი კლუბის მოთამაშეთა კონცენტრაცია მოახდინოს:
"როცა შენს კლუბს ერთი და იგივე მეტოქე ასე ხშირად ამარცხებს, მაშინ გიჩნდება კითხვა: "გსურს კი მათ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თამაში?". თითოეულ მოთამაშეს ამაზე საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი!"–განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა საფინალო შეხვედრის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ფლორენტინო პერესს დაგეგმილი აქვს ამ შეხვედრაზე დასწრება, მოასწრებს კი "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ამ შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო კლუბის შეხვედრაზე ჩასვლას, ეს საკითხავია.

- 13 თებერვალი 2011
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.