სნეიდერის მორიგი კრიტიკა

სნეიდერის მორიგი კრიტიკა


დღე ისე არ გავა, რომ “ინტერში” გადასულმა უესლი სნეიდერმა თავის ყოფილ კლუბს კბილი არ გაჰკრას. ამჯერად ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ყოფილ თანაგუნდელებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“რეალში” როგორც ბავშვს ისე მექცეოდნენ. პატივს საერთოდ არ მცემდნენ. კიდევ კარგი, “სამეფო კლუბი” დროზე დავტოვე. “რეალისთვის” ფული პრობლემა არ არის, საკუთარ ფეხბურთელებს კი უდიერად ეპყრობა.”

“ჟოზე მაურინიო გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტია მათთან შედარებით, ვისთან ერთადაც “რეალში” მიმუშავია. შეიძლება, “სამეფო კლუბი” “ინტერს” შემადგენლობით ჯობია, თუმცა ეგ არაფერი, მთავარი შეთამაშებაა.”

“ინტერში” გადასვლით მართებული გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის მეტი შანსი მაქვს. “რეალი” კი ჩემთვის ახლა უკვე ერთ-ერთი რიგითი კლუბია. საკუთარ გადაწყვეტილებას სულაც არ ვნანობ. ფაქტია, რომ “რეალის” ძირითადში თამაშს ყოველთვის ვიმსახურებდი, თუმცა არ მენდობოდნენ.”

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი “სამეფო კლუბში” 2007-2009 წ.წ. თამაშობდა და მის ანგარიშზე “რეალში” 60 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გატანილი გოლია.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com

  • niko
  • 7 სექტემბერი 2009
  • 2 484
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)