მოურინიოს დილემა - ბენზემა თუ ადებაიორი?
ადებაიორის გუნდში მოსვლის შემდეგ საფიქრალი გაუჩნდა, რომელი თავდამსხმელი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში, ტოგოელი თუ ფრანგი. ემანუელი შესანიშნავად შეეწყო გუნდს და 2 გოლის გატანაც მოახერხა, რაც შეეხება ბენზემას, წარმოშობით ალჟირელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. აგრეთვე მან შესანიშნავად ითმაშა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც სწორედ მისი ბურთის წყალობით მოახერხეს მამლებმა ბრაზილიელების დამარცხება.
მოურინიომ წინა შეხვედრაში კარიმი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა განაცხადა: "ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ბენზემა ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ალბათ 90 წუთი თამაში მოუწევს, ამიტომ მას დასვენების საშუალება მივეცი, რათა ძალიან არ გადაიღალოს."
სავარაუდოდ ადებაიორი უკეთეს ფორმაშია, რადგან როდესაც კარიმი ბრაზილიელებთან 90 წუთის განმავლობაში დარბოდა და გოლის გატანას ცდილობდა, ტოგოელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ნაკლები ენერგია დახარჯა. მადრიდის რეალი ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება, გუნდი ბარსელონას 7 ქულით ჩამორჩება და აუცილებლად უნდა მოიგოს მომდევნო მატჩი, ამიტომ ჟოზემ ზუსტად უნდა შეარჩიოს ის ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ მისი დავალების ბოლომდე შესრულებას.
მოურინიო გახარებულია, რომ გუნდს მაღალი დონის ფორვარდი შეუერთდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებების თამაშს ტელევიორით თვალი ადევნა და ძალიან მოეწონა კარიმის თამაში. ამას დავუმატოთ ზიდანის მიერ გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან მოურინიოს ურჩია ბენზემას მეტი სათამაშო დრო მისცეს. მოგეხსენებათ ჟოზე ზიზუს აზრს დიდ პატივს სცემს, რადგან მან შესანიშნავად იცის რა იქნება უმჯობესი რეალისათვის. ასე რომ მოუ დიდი თავსატეხის წინაშე დგას.
მართალია ბენზემა ნელ-ნელა ფორმაში შედის, მაგრამ მას კიდევ ბევრი რამ აქვს კლუბის ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებელი. მისი შეძენით ლივერპული, არსენალი და ტოტენჰემი არიან დაინტერესებულნი. მერსისაიდელებმა უკვე შეიძინეს ენდი კეროლი და სუარესი, ამიტომ მათი ატიურობა სატრანსფერო ბაზარზე ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო რაც შეეხება ლონდონურ კლუბებს, ტოტენჰემს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან სურდა კარგი ფორვარდის დამატება, მაგრამ მათ ვერ მაოხერხეს: აგუეროსთან, როსისთან, ნეგრედოსთან, ლორენტესთან და ფორლანთან შეთანხმების მიღწევას, ამიტომ ზაფხულში ისინი ბენზემას შეძენას შეეცდებიან. რაც შეეხება არსენალს, მისი თავკაცი არსენ ვენგერი თანამემამულე ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით გმოირჩევა, მის ხელში არაერთმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიაღწია წარმატებას, ამიტომ არ არის გამორიცხული სწორედ არსენალში გაიხსნას ბენზემა.
- 12 თებერვალი 2011
- 2 204
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.