ინგლისურ კლუბებს ბენზემა სურთ
ესპანური მედიის ცნობით, მოურინიოს შეგირდის ქარიმ ბენზემას შეძენა რამდენიმე ინგლისურ გრანდს სურს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფორვარდს ეძლევა სათამაშო დრო, მაინც უწინასწარმეტყველებენ მას კლუბის გამოცვლას.
ადებაიორის მოსვლის შემდეგ, ბენზემას წასვლაზე ალაპარაკდნენ. გაზაფხულზე დაბრუნდება გონსალო იგუაინიც, რომელსაც წელის ტრავმა აღენიშნება. რამდენიმე თვის წინ, ქარიმის შეძენა ტურინის "იუვენტუსს" სურდა, მაგრამ იტალიელებმა მისი გადაბირება გადაიფიქრეს. მადრიდელთა 9 ნომერს გამოუჩნდნენ ახალი მსურველები, რომლებიც გრანდების რიგებს მიეკუთვნებიან. როგორც მოგეხსენებათ, ზემოთხსენებული თავდამსხმელის შეძენა "ლივერპულის" და "არსენალის" ხელმძღვანელებს სურდათ. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენზემას შეძენა "ტოტენჰემ ჰოტსფურსაც' მოუნდა. ჰარი რედნაპმა განახორციელა მნიშვნელოვანი ტრანსფერები. დევიდ ბექჰემი და კოენტრაო ზამთარში შეუერთდნენ ლონდონურ გრანდს (ტოტენჰემი).
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 12 თებერვალი 2011
- 1 969
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.