"ესპანიოლი" - "რეალი" [პრევიუ]
კვირას თბილისის დროით 24:00 საათზე მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" 23-ე ტურის მატჩს გამართავს "ესპანიოლის" წინააღმდეგ...
კატალონიურმა "ესპანიოლმა" "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშება შესანიშნავად დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მადრიდის "რეალთან" ერთად დაუმარცხებელი გუნდი იყო საშინაო არენაზე. კატალონიელებს წინ ერთი საკმაოდ რთული ამოცანა აქვთ,მათ კვირას საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალი" უნდა დაამარცხონ.
ფინანსურმა პრობლემებმა ბარსელონური კლუბი აიძულა გაეყიდა ორი მცველი - რუიზი და დიდაჩი. ხოლო გუნდს ტრავმის გამო პაბლო ოსვალდო გამოეთხოვა დროებით. ერთი სიტყვით "ესპანიოლი" სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ყოველივე ამან წინა ტურში "ლა ლიგის" ერთ-ერთ აუტსაიდერთან -"ალმერიასთან" დამარცხება გამოიწვია.
მაურისიო პოჩეტინიო ცუდად იხსენებს გასული ტურის მატჩს. იგი წარუმატებლობას პირველ რიგში იმ შეხვედრის მსაჯს მატეუ ლაჰოზს აბრალებს. მეორე მხრივ მას საშინაო არენის იმედი აქვს და სტადიონზე,სადაც ამ სეზონში უკვე 10 გამარჯვებას მიაღწია, მადრიდის "რეალის" დამარცხებასაც აპირებს.
"თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ "რეალისა" და "ესპანიოლის" ტიტულებსა და ბიუჯეტს, მაშინ შედარება ამ ორი გუნდისა სრული აბსურდია,მაგრამ ხშირად შრომას და ძალისხმევას შედეგი მოაქვს" - ოპტიმისტური განცხადება გააკეთა პოჩეტინიომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.
ჟოზე მოურინიოს "რეალის" ამოცანა ნათელია. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ არამარტო ზეგინდელი 3 ქულა,არამედ დარჩენილ ყველა თამაშში მაქსიმალური შედეგი. მათი ჩამორჩენა "ლა ლიგის" ლიდერ "ბარსელონასთნ" 7 ქულაა. "ბლანკოსის" ჩემპიონობა "ბლაუგრანას" ჩაგდებულ თამაშებზეა დამოკიდებული.
2011 წელს "რეალმა" უკვე ორჯერ სცოდა. ჯერ იყო და მოულოდნელი ფრე "ალმერიასთან" და კიდევ უფრო მოულოდნელი წაგება "ოსასუნასთან". ყოველივე ამან "ბლანკოსი" ცუდ დღეში ჩააგდო,მაგრამ მადრიდისტები იმედებს ჯერ კიდევ არ კარგავენ. ამასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" მცველმა - რაულ ალბიოლმა ბარსელონაში გამგზავრებადე მცირე კომენტარი გააკეთა:"ჩვენ არ გვაქვს უფლება შეცდომა დავუშვათ.ამ მატჩში წარმატებას ვერმიღწევა ჩემპიონობასთან დამშვიდობებას ნიშნავს."ესპანიოლი" რთულად დასამარცხებელი კლუბია,რადგან მათ ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ სახლში. ყველამ იცის,რომ ისინი მოედანზე გამარჯვებისთვის გამოვლენ და ჩვენ შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ქულათა სხვაობა "ბარსელონასთან" შვიდია და ასე რომ ჩვენთვისვე იქნება უკეთესი,რომ მოვიგოთ."
""ბერნაბეუზე" "რეალი" კვლავ განაგრძობს წარმატებების სერიას. წინა ტურში "მერენგებმა" "სოსიედადი" დაამარცხეს 4-1. ორი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, ხოლო თითო-თითო კაკასა და ადებაიორის ანგარიშზეა. "ბლანკოსი" ნელ-ნელა დიდების გზას ადგას და მადრიდელები ამ გზიდან გადასვლას "ესპანიოლთან" მატჩში არ გეგმავენ.
გუნდების ახალი ამბები:
"ესპანიოლი":
"ესპანიოლის" ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია ასეთია: ივან დე ლა პენია, პაბლო ოსვალდო და ფელიპე მატიონი. სავარაუდოდ არცერთი მათგანი არ იქნება განაცხადში. სხვა მხრივ კატალონიელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ.
"რეალი":
ცამეტივე ფეხბურთელი,რომლებიც შუა კვირაში ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი "რეალს" დაუბრუნდნენ და ვარჯიშს შეუდგნენ. ტრავმირებული მხოლოდ იეჟი დუდეკი და გონსალო იგუაინია. პეპე უკვე ვარჯიშს დაუბრუნდა და არაა გამორიცხული განაცხადშიც მოხვდეს. ასევ გუნდს დაუბრუნდა სერხიო რამოსიც.
გთავაზობთ მცირე სტატისტიკას:
- 11 თებერვალი 2011
- 2 193
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.