ადებაიორის ინტერვიუ
მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელმა, ემანუელ ადებაიორმა, ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს...
მოგწონთ გუნდში არსებული ატმოსფერო?
ფეხბურთელები თავს ძალიან მშვიდად მაგრძნობინებენ. მე აღტაცებული ვარ მათთან მუშაობით, რადგან ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით რაიმე განსაკუთრებულს.
გინდათ ”რეალში” დიდი ხანი თამაში?
რა თქმა უნდა მინდა. კითხეთ ნებისმიერ მოთამაშეს და ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ. ყველას სურს იმ გუნდში თამაში, სადაც ოდესღაც ზიდანს, ბექჰემსა და ფიგუს უთამაშიათ.
რა მოგწონთ ლა ლიგაში?
სწორედ ამ ჩემპიონატშია ისეთი ანგარიშები როგორიცაა: 5-2, 6-0... სწორედ აქ თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: მესი, რონალდო, კაკა, ოზილი. ამ ჩემპიონატში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები ასპარეზობენ.
ელოდებით თქვენს პირველ გოლს გასვლით მატჩში?
თუ მომეცა ამის საშუალება, ამას აუცილებლად გავაკეთებ. მე მინდა ვიყო გუნდის ნაწილი და მინდა მოვაგებინო გუნდს ტიტულები. ჩემი გოლებით, გუნდში რეპუტაციას ავიმაღლებ, და თანაგუნდელების პატივისცემას მოვიპოვებ.
რით შეუძლია მოურინიოს თქვენი დონის ამაღლება?
ჟოზემ მითხრა, რომ მოედანზე თავისუფლად ვიყო და სიამოვნება მივიღო თამაშიდან, რასაც აუცილებლად გავაკეთებ.
მომავალი თამაში გოლებით სავსე იქნება?
ვიმედოვნებ, რომ სამ ქულას სწორედ ჩვენ ავიღებთ. ამისთვის გვაქვს ყველაფერი. გვაყვს შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ბევრი რამის მოგება შეუძლია.
მოიგებს მადრიდის ”რეალი” მომავალ მატჩს?
ასე, რომ არ ვფიქრობდე, ბოსი განაცხადშიც არ შემიყვანდა. რა თქმა უნდა მოვიგებთ. ასე ვფიქრობთ მთელი გუნდი.
შეუძლია ”სპორტინგს” ”ბარსელონას” გაბრაზება?
რატომაც არა? ისინი გასვლაზე თამაშობენ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ”სპორტინგს” ზურგს გაუმაგრებს მაყურებელი.
წყარო:realmadrid.com
- 11 თებერვალი 2011
- 1 531
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.