მოურინიო: "მხოლოდ ღმერთის მეშინია"
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ესპანურ გამომცემლობა AS.COM-თან ისაუბრა.
- რა მოგცათ და რა წაგართვათ ფეხბურთმა?
- მან პირველ რიგში თვითდაჯერება მომიტანა, მაგრამ წამართვა ყველაზე მნიშვნელოვანი, არ მაქვს ჩემს ოჯახთან გატარების დრო.
- როგორია თქვენი სახლი?
- იქ არ არის ბურთი.
- როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე?
- ალბათ ლექციებს წავიკითხავდი რომელიმე უნივერსიტეტში.
- რამდენი ნამდვილი მეგობარი გყავთ საფეხბურთო სამყაროში?
- 95% ვისთანაც მიმუშავია.
- გეშინიათ წარუმატებლობის?
- მე მხოლოდ ღმერთის მეშინია. მე კათოლიკი ვარ და ღმერთის სამართლიანობის მჯერა. ფეხბურთში კი არაფრის და არავის მეშინია. თუ წაგებაზე ფიქრობ აუცილებლად წააგებ.
- რა არის თქვენი საიდუმლო?
- სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირს ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე დატოვება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სათამაშო დრო. ყველაზე მეტად გული გრანეროზე მწყდება, რადგან მასზე მეტს არავინ ვარჯიშობს, ამიტომ ვცდილობ ხშირად მივცე მას სათამაშო შანსი და მოლოდინს მიმართლებს კიდეც.
- როგორია მადრიდის რეალი?
- ეს არის გუნდი, რომელსაც მომავალი 10 წლის განმავლობაში არაფერი სჭირდება, ერთადერთი კარვალიოა 32 წლის, რომელიც დღეს 22 წლის მოთამაშეზე უკეთეს კონდიციებშია. რაც შეეხება დანარჩენებს, საშუალოდ 7 წელი შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს.
- წარმოგიდგენიათ სეზონის ბოლოს სიბელესზე ზეიმი?
- არა იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს დასვენება და სეზონის დასრულებისთანავე დასასვენებლად წავალ. თუმცა მოხარული ვიქნები ყველანი თუ შევიკრიბებით სიბელესზე ჩემპიონობის აღსანიშნავად.
- 11 თებერვალი 2011
- 2 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.